რეზონანსი
25.01.2021

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე მთავარი მოწმის, დაზარალებული გურამ ამირხანაშვილის დაკითხვა დასრულდა.

სხდომა დაახლოებით რვა საათი გრძელდებოდა. პროკურორის თქმით, ამირხანაშვილი საქმის პირდაპირი მოწმეა, რომელმაც ხუთივე ბრალდებულის იდენტიფიცირება შეძლო და ყველა შეკითვას უპასუხა.

ამირხანაშვილის ჩვენებას სანდოდ არ მიიჩნევს დაცვის მხარე. როგორც დაკავებულების ადვოკატები ამბობენ, მირხანაშვილს არ არ შეეძლო დაენახა, თუ რამდენი პირი მისდევდა შაქარაშვილს. ასევე მათთვის გაუგებარია, რატომ არის ამირხანაშვილი პირდაპირი მოწმე, რადგან ის მკვლელობის ეპიზოდზე ინფორმაციას არ ფლობს.

სავარაუდოდ ბრალდების მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას კვირის ბოლოს დაასრულებს, შემდეგ კი დაიწყება დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. შეგახსენებთ, პროკურატურა, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობას ხუთ პირს ედავება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )