რეზონანსი
21.01.2021

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული გამარჯვების დღეა.

მისი თქმით, ეს დღე მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქისთვის და განსაკუთრებით ჩვენი სამხედროებისთვის, რომლებმაც თავი გაწირეს ამ ომში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის.

„გილოცავთ! დღეს ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც ისტორიული გამარჯვების დღეა. ჩვენ თანმიმდევრულად, სამართლებრივი გზით საერთაშორისო სასამართლოში მოვუგეთ დავა რუსეთს და კიდევ ერთხელ დამტკიცდა რუსეთის აგრესიული სახე, რომელიც ფუნდამენტურად არღვევს ადამიანის უფლებებს და ახორციელებს ეთნოწმენდას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ეს დღე მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქისთვის და განსაკუთრებით ჩვენი სამხედროებისთვის, რომლებმაც თავი გაწირეს ამ ომში და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის.

დარწმუნებული ვარ, ამ პრეცედენტითა და თანმიმდევრული პოლიტიკით, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ საბოლოოდ და მშვიდობით აღვადგენთ ჩვენი ქვეყნის მთლიანობას“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
მაკა   (22.01.2021)
სრულიად საქართველოს ვულოცავ!

ბადრი   (22.01.2021)
ვულოცავ ჩვენს ჯარისკაცებს ამ დიდ გამ,არჯვებას!

ИНЦИТАТУС   (21.01.2021)
Нахет рогор ачикчикда ес имбецил? да ара марто ес.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )