რეზონანსი
21.01.2021

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „კოვიდ-19"-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ვაქცინის უსაფრთხოებაზე მონიტორინგია.

გაბუნიას თქმით, გვერდით მოვლენებზე მკაცრი მონიტორინგი დაწესდება.

„ზოგადად, ნებისმიერ ფარმაცეპტულ პროდუქტს ახასიათებს გვერდითი რეაქციები, გვერდითი რეაქციების ჩამონათვალი, რა თქმა უდნა, მოყვება იმ ინფორმაციას, რომელიც ჩვენთვის ხელმისაწვდომი იქნება ვაქცინის საინფორმაციო პაკეტთან ერთად, გვერდით მოვლენებზე დაწესდება ძალიან დეტალური და მკაცრი მონიტორინგი. იმუნიზაციის პროგრამის, გვერდითი რეაქციების აღრიცხვის და ანგარიშგებისთვის გაიდლაინი მომზადდა გასულ წლს, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. ახლა ეს გაიდლაინი გადაიხედა დაემატა უკვე კოვიდის ვაქცინისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური რამდენიმე მოსალოდნელი გვერდითი რეაქცია, რაც იქნება ის სახელმძღვანელო, რომელსაც გამოიყენებენ ჩვენი ექიმები გვერდითი რეაქციების შეფასების, აღრიცხვის და ანგარიშგებისთვის. ანგარიშგების ვალდებულება ჩვენ გვაქვს გლობალურადაც, არსებობს ფარმაკო ზედამხედველობის ცენტრი, სადაც უნდა გაიგზავოს ინფორმაცია გვერდითი რეაქციების შესახებ", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )