რეზონანსი
04.12.2020

„გირჩის“ ერთ-ერთმა წევრმა, იაგო ხვიჩიამ დაასახელა მიზეზი, თუ რატომ წავიდა გოგა ხაჩიძე პარტიიდან. როგორც ხვიჩიამ „დღის კურიერთან“ საუბრისას განაცხადა, გოგა ხაჩიძის პარტიიდან წასვლის მიზეზი თავად იყო.

„მე არ მჯერა, რომ გოგა ხაჩიძეს ესმის „გირჩის“ იდეა ზოგადად. ის ჩვენ ძალიან გვეხმარებოდა, მისი მოფიქრებულია სახელი „გირჩი“, თუმცა სახელი მოუფიქრო ერთია და მეორეა იცოდე მას რა შინაარსი გააჩნია. დღევანდელი „გირჩის“ შინაარსი და გოგა ხაჩიძე ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

მისი წასვლის საბაბი მე ვიყავი, თუმცა, არ მჯერა, რომ როგორც ახლა მე ვარ საბაბი, მაშინაც მე ვიყავი რეალური მიზეზი. გოგა ხაჩიძემ ამაზე უნდა ილაპარაკოს, თუ ამას გადაწყვეტს“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×