რეზონანსი
02.12.2020

ირაკლი ოქრუაშვილის გამოხმაურება კობა დავითაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით:

“ალბათ 1993 წელს გავიცანი. თხელი ტყავის “პაპკით” დადიოდა უნივერსიტეტში მძიმე ნაბიჯით. ყველას მორალს უკითხავდა და იმპერატიული, მტკიცებითი, დამაჯერებელი საუბარი უყვარდა. პირველი 100 დოლარი ერთად ვიშოვეთ, ჯოხთაბერიძეს ფირმა დავურეგისტრირეთ. შემდეგ ამერიკაში წავედით კონფერენციაზე ერთად და კაცი მოგზაურობაში უნდა გაიცნოო, იქაც შევიცანი. ერთი ჯამიდან გვიჭამიაო, ასე ვიყავით.

მძიმე საურთიერთობო იყო ჩემსავით. ისე დავუახლოვდით, რომ მეჯვარედ წამიყვანა და პირველი შვილი მომანათლინა. 2004 წელს რაღაც უაზრობა ეწყინა, წასული ამბავია და არ ვიტყვი რა, მაგრამ ჭეშმარიტი კასპელის ხასიათი გამოამჟღავნა და ჭეშმარიტი გორელის ხასიათით ვუპასუხე. მოვიდა სეტყვა და დახვდა ქვაო. 2005-დან ურთიერთობა აღარ მქონია.

საჯაროდ გამლანძღა რამდენჯერმე ისეთ რამეზე რაც ვერ ვაპატიე. 2007-ის ნოემბერში საფრანგეთიდან დავურეკე, როდესაც იმ ნაბიჭვარმა მერაბიშვილმა სამაგალითოდ აცემინა, მოვიკითხე და ეგ იყო ჩვენი ბოლო საუბარი.

მას მერე აღარ მისაუბრია, მაინც ვერ ვაპატიეთ ერთმანეთს, როგორც “ჭეშმარიტმა ქართლელებმა” უმნიშვნელო წყენა. ღმერთმა აცხონოს კობა დავითაშვილი.”- წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
simartle   (03.12.2020)
Koba Davitashvilis suli natelshi amyofos ufalma gmertma! MERabishvilis,Saakashvilis da misi bandis mkvlelebis adgili jojoxetia,Gmertma mogkitxot pasuxi,tqven amosawyvetebo! miewiet KOBAS!

მანანა   (03.12.2020)
თუ გული გტკივა რომ სიცოცხლეში ვერ აპატიე და ვერ დაეხმარე.შეგიძლია მის შვილებს გაუწიო დახმარება.

გალელი   (03.12.2020)
აი ცოცხალი მოწმე! ვისი დავალებით სცემეს და სასიკვდილოდ გაიმეტეს კობა დავითაშვილი. მერაბიშვილო შენს კისერზეა ამ ადამიანის სიკვდილი,პირადად შენ უნდა უხდიდე მის ოჯახს და ხუთ შვილს ბოდიშს,შენ უნდა აგო პასუხი მის ტანჯვაზე და აგო ციხეში ჩაჯდომით

ლიკა   (03.12.2020)
ქართველებს ეს უბედურება გვჭირს,სიკვდილისმერე ვაფასებთ ადამიანებს.ცოტა სითბო მანამდე რომ გამოვიჩინოთ,გული ნაკლებად გვეტკინება.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×