რეზონანსი
01.12.2020

კახეთში, კორონავირუსით 69 წლის ქალი გარდაიცვალა. პაციენტი საგარეჯოს „ჯეო -ჰოსპიტალსის" კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკიდან გადაიყვანეს, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა.

მედიკოსების განმარტებით, პაციენტს ვირუსთან ერთად თანმხლები დაავადებები ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

კახეთის რეგიონის მასშტაბით ვირუსით გარდაცვალების ეს 27-ე შემთხვევაა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 13 9343 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 11 7560-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 303 მოქალაქე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )