რეზონანსი
26.11.2020

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესზე ერთ-ერთი ადვოკატი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სხდომის გადადების შუამდგომლობას დააყენებს.

როგორც ადვოკატები აცხადებენ, ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატს, მაღალი ტემპერატურა აქვს და ის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საავადმყოფოში გადაჰყავს. აღნიშნულ უფლებადამცველს იმ ადვოკატთან ჰქონდა კონტაქტი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდგინდა.

ბრალდებულ არჩილ გაგნიძის უფლებადამცველის, ვასილ მამულაშვილის განმარტებით, ისინი სხდომის დისტანციურ რეჟიმში ჩატარებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.

„შემხებლობა მქონდა ადვოკატთან, რომელსაც შემდეგში კორონავირუსი დაუდგინდა. სასამართლოს დაჟინებული მოთხოვნა იყო, რომ პროცესზე გამოვცხადებულიყავით და ტესტირების შედეგები წარმოგვედგინა, თუმცა, ადვოკატების ნაწილმა ტესტირება ვერ გავიკეთეთ. სხვა ადვოკატების ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაუარესდა, მართლმსაჯულების განხორციელება მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლეა. დისტანციურად სხდომის ჩატარების კატეგორიული წინააღმდეგი ვართ, რადგან დაცვის უფლების სრულად განხორციელებას ვერ შევძლებთ",- განაცხადა მამულაშვილმა.

საქმის პროკურორის დავით ყაზარაშვილის განმარტებით კი, მას შემდეგ, რაც ბრალდების მხარე ადვოკატების შუამდგომლობას მოისმენს და შეაფასებს, მიიღებს გადაწყვეტილებას, დაეთანხმონ თუ არა სხდომის გადადებას.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×