რეზონანსი
24.11.2020

ოპოზიციის მიერ გამართულმა საპროტესტო აქციებმა არსებულ კოვიდვითარებაზე გავლენა იქონია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" საარჩევნო სიის წევრმა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სწორედ ამ მასობრივი აქციების ფორმატში მოხდა ინფექციის უფრო მეტად გავრცელება.

„ჩვენ ყოველდღიურად რამდენიმე ათასი ადამიანის ინფიცირების და ათეულობით გარდაცვალების შემთხვევის მომსწრენი ვართ. სწორედ ამ მასობრივი აქციების ფორმატში მოხდა ინფექციის უფრო მეტად გავრცელება", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა აქციების ორგანიზატორებს, გაეთვალისწინებინათ ქვეყანაში არსებული კოვიდვითარება.

„ხელისუფლების მხრიდან არაერთი მოწოდება იყო მოსახლეობის და აქციების ორგანიზატორების მიმართ, რომ გაეთვალისწინებინათ ეს ყოველივე. ჩვენ ვხედავთ და ძალიან სამწუხარო დინამიკას - ყოველდღიურად რამდენიმე ათასი ადამიანის დაავადების და ათეული მოქალაქის გარდაცვალების მომსწრენი ვართ. სწორედ ამ მასობრივი აქციების ფორმატში მოხდა ინფექციის უფრო მეტად გავრცელება. სწორედ ამიტომ მოვუწოდებდით მოქალაქეებს და აქციების ორგანიზატორებს, არ მომხდარიყო მსგავსი ფორმით შეკრებების გამოყენება, რამეთუ, შესაძლოა ამას სავალალო შედეგები მოეტანა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული სტანდარტები იმისთვის, რომ იზოლაციით, დისტანციის დაცვით, პირბადეებისა და ჰიგიენური საშუალებების გამოყენებით მაქსიმალურად თავიდან ავიცილოთ ინფექციის შემდგომი გავრცელება", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×