რეზონანსი
24.11.2020

ყველანაირად ვცდილობთ სრული ლოკდაუნი, სრული ჩაკეტვა ავირიდოთ განსაკუთრებით დეკემბერში, რომელიც წლის განმავლობაში ყველაზე აქტიური პერიოდია საცალო ვაჭრობის სფეროში, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, იოლი არ არის გადაწყვეტილებების მიღება და ხელისუფლება ცდილობს იპოვოს გამოსავალი.

„ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ სრული ლოკდაუნი, სრული ჩაკეტვა ავირიდოთ განსაკუთრებით დეკემბერში, რომელიც ყველაზე აქტიური პერიოდია საცალო ვაჭრობის სფეროში წლის განმავლობაში, მაგრამ ამავდროულად სამწუხაროდ, გვაქვს ყველაზე მაღალი გავრცელების პერიოდი, ეს ორი რამე დაემთხვა. სამწუხაროდ, იოლი არ არის გადაწყვეტილებების მიღება და ვცდილობთ ვიპოვოთ გამოსავალი", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×