რეზონანსი
31.10.2020

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 15 წლის მოზარდს, რომელიც დღეს კორონავირუსით გარდაიცვალა, 1 კვირის წინ გული გაუჩერდა, თუმცა მაშინ ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლებს.

„სამწუხაროდ, ვერ გადავარჩინეთ 15 წლის მოზარდის სიცოცხლე. პაციენტი დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, მას გარკვეული გართულებები აღენიშნებოდა.

პაციენტს ერთი კვირის წინ გაუჩერდა გული და მაშინ ექიმებმა შეძლეს მისი გადარჩენა, თუმცა მდგომარეობა იყო საკმაოდ რთული“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×