რეზონანსი
25.10.2020

ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის ენდოკრინოლოგიური დეპარტამენტი, განცხადებას ავრცელებს:

“ძვირფასო მშობლებო, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე მოგიწოდებთ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ამავე დროს გამოვიჩინოთ სიფრთხილე დიაბეტის მქონე ბავშვების მიმართ.

სამწუხაროდ გვაქვს დიაბეტის მქონე ბავშვებში ინფიცირების შემთხვევები, თუმცა ძალიან მსუბუქი მიმდინარეობით (ინფიცირების წყაროდ უმეტეს შემთხვევაში სახელდება სკოლა).

დიაბეტიან პირთა მიმართ კორონავირუსით ინფიცირებისგან პრევენციის განსაკუთრებული რეკომენდაციები არ არსებობს. გააკონტროლეთ ბავშვების მხრიდან ზოგადი რეკომენდაციების შესრულების სისწორე, განახორციელეთ გლიკემიის ხშირი კონტროლი, გააკონტროლეთ გლუკომეტრის მაჩვენებლები, განსაკუთრებით მოზარდებთან, რათა თავიდან ავიცილოთ მწვავე გართულებების (კეტოაციდოზი, ჰიპოგლიკემია) განვითარება, ექიმთან შეთანხმებით მიაღებინეთ ბავშვებს ვიტ. D, ვიტ. C შემცველი მედიკამენტები … გადაუდებელი აუცილებლობის და საჭიროების შემთხვევაში (დაავადების დეკომპენსაციისთვის დამახასიათებელი ნიშნების არსებობა) ჩვენს კლინიკაში ჰოსპიტალიზაცია შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში, ჩვენი დეპარტამენტის მედპერსონალი მუშაობს ჩვეულ რეჟიმში შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით.

ასევე გრძელდება ბავშვების და მოზარდების გეგმიური ვიზიტები და გამოკვლევები ჩვენს კლინიკაში, ვინაიდან გ.ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკა არ არის კოვიდ ცენტრი და არ იღებს ცხელების მქონე პაციენტებს. ყველა სამედიცინო მომსახურება გრძელდება ჩვეულ რეჟიმში რეგულაციების დაცვით.

დაამშვიდეთ ბავშვები, გააკონტროლეთ გლიკემია, დაიცავით თქვენთვის ცნობილი კვების პრინციპები, მოარიდეთ ბავშვები კონტაქტებს, ინფექციის ნიშნების გამოვლენისას შეატყობინეთ თქვენს პედიატრს და ჩვენ (როგორც ამას აქამდე ვაკათებდით), რათა სწორად და დროულად დაკვალიანდეთ. ყველაფერი კარგად იქნება თუ ვირუსით ინფიცირების თავიდან ასაცილებლად შევასრულებთ აუცილებელ თქვენთვის უკვე ცნობილ რეკომენდაციებს!

როგორც ყოველთვის გვიგულეთ თქვენს გვერდით.”

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×