რეზონანსი
25.10.2020

"საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელის ერთ-ერთი მძევალი, მურიკო ბულია 21 ოქტომბრის დეტალებს იხსენებს. ის ამბობს, რომ შენობიდან გამოსვლის შემდეგ, წალენჯიხაში გაემგზავრნენ, სადაც თავდამსხმელმა ყველას ტელეფონები დაატოვებინა.

"თავისი მობილური საერთოდ არ გვინახავს და ჩვენი მობილურებიც დატოვებული გვქონდა სადღაც წალენჯიხაში. ვისაც გვქონდა, დაგვატოვებინა ერთ ადგილას", -იხსენებს ბულია.

მისივე თქმით, თავდამსხმელი და სამი მძევალი, მათ შორის, თვითონ, ერთმანეთზე მიბმული ხელებით მანქანის უკანა სავარძელზე მოთავსდნენ, ხოლო საჭესთან ხვიბლიანი იჯდა. ბულია იხსენებს, რომ მძარცველი ძირითადად მიმართულების კარნახისას საუბრობდა, ხან მეგრულად, ხან ქართულად.

მგზავრობა დაახლოებით 2-3 საათს გაგრძელდა. მისივე თქმით, მძარცველს ამ პერიოდის განმავლობაში ხელყუმბარა ხელში ეჭირა.

"შიშის განცდა მქონდაროცა ჩადიოდა, რომ არაფერი დაეშავებინა წასვლის წინ. გზაშიც გვპირდებოდა, რომ არაფერს დაგვიშავებდა, თვითონ ფეხით გააგრძელებდა წასვლას და მანქანას ჩვენ დაგვიტოვებდა. ჩვენ ვეუბნებოდით, ხომ არ დაგვხოცავ და ხომ არ დაგვაგდებო, გვპასუხობდა, მანქანა რად მინდა, თქვენ გაგატანთო. ამბობდა, რომ ყველაფერზე წამსვლელი იყო და პოლიციას ცოცხალი თავით არ ჩაბარდებოდა. ჩამოვიდა თვითონ, აიღო თავისი ფული და გაუდგა გზას. გითხრა, თქვენ არეთ, არ გაჩერდეთ, მანქანა არ ვნახო გაჩერებულიო. ჩვენც წამოვედით, როგორც გვითხრა ისე", - განუცხადა "ფორმულანიუსს" ბულიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×