რეზონანსი
19.10.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველა პირმა მოქალაქემ ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში 112-ს უნდა მიმართოს და ექიმს დაუკავშირდეს.

გამყრელიძის თქმით, ყველა სავარაუდო ინფიცირებულს ოჯახის ექიმთან აქტიური კონტაქტი უნდა ჰქონდეს.

„ყველაზე დიდი ჯგუფი ამ დადასტურებული შემთხვევების სიმპტომიანი პაციენტები გახლავთ. ამ პანდემიის პირობებში მნიშვნელოვანია ნებისმიერ სიმპტომს, რომელსაც ხშირად ვასახელებთ ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის უკმარისობა, შეიძლება იყოს ყნოსვისა და გემოს დაკარგა, ამ სიმპტომების პირველივე გამოჩენის შემთხვევაში აუცილებელია დაუკავშირდეთ ექიმს 112-ით.

გასაგებია ძალიან გადატვირთულია ყველა ცხელი ხაზი. დღეს 2000-დან 3000-მდე ოჯახის ექიმია ქვეყანაში. თითოეულ ადამიანს უნდა ჰყავდეს ოჯახის ექიმი და უნდა იცოდეს ვინ არის მისი ოჯახის ექიმი. ძირითადად ვინც ბინებში არიან სასურველია, რომ ყოველდღიური კონტაქტში იყოს ექიმთან.

მოგეხსენებათ 80-85% კოვიდინფიცირებულებში ვირუსი მიმდინარეობს მსუბუქად ან უსიმპტომოდ, მაგრამ PCR დადასტურებული. ისინი არიან გადამდები, თუმცა ნაკლები გადამდები ვიდრე სიმპტომიანი პაციენტები. ამიტომ ამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ მჭიდრო კონტაქტი ოჯახის ექიმებთან“, - განაცხადა გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×