რეზონანსი
28.09.2020

„დარჩი სახლი“ ეს სლოგანი ისევ დავაბრუნოთ, უპირატესად ამ ეტაპზე აჭარაში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აჭარაში ინფექცია აქტიურად ცირკულირებს, ხანდაზმულები ამ ინფექციის მიმართ მოწყვლადი ჯგუფია.

„გთხოვთ, თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის ნაკლები იყოს კონტაქტი და გარეთ სიარული, „დარჩი სახლი“ ეს სლოგანი ისევ დავაბრუნოთ, უპირატესად ამ ეტაპზე აჭარაში. მობილობის დაგდება, განსაკუთრებით ხანდაზმულებისთვის მნიშვნელოვანია ინფექციის შემდგომ არგავრცელებისთვის“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
????????????   (28.09.2020)
თქვენ თვითონ რომ დარჩეთ სახლში არა? ბატონო ამირან??


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×