რეზონანსი
27.09.2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ ეროვნული ვალუტა ამჯერად ზედმეტად გაუფასურებულია, თუმცა საქართველოს მთავრობასა და ეროვნულ ბანკს ეკონომიკის აღსადგენად საჭიროზე მეტი რესურსი აქვს.

"დიახ, ლარი დღეს ზედმეტად გაუფასურებულია. მიუხედავად იმისა, რომ გლობალური კრიზისია, საქართველო მაკროეკონომიკურად ასე თუ ისე ნორმალურ პარამეტრებშია. ბევრი რამე არის ემოციებზე დამოკიდებული. არ დაგვავიწყდეს ზაფხული - როდესაც ვირუსის პირველი ტალღა იყო, მაშინაც მკვეთრად გაუფასურდა ლარი, თუმცა შემდეგ ნორმალურ ნიშნულს დაუბრუნდა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ დღეს საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკსაც საჭიროზე მეტი რესურსი აქვს ეკონომიკის სწრაფად აღსადგენად", - განაცხადა გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×