რეზონანსი
21.09.2020

„ნაციონალური მოძრაობის" გათვლებისა და დაპირებების მიღმა არაფერი დგას, ეს არის ცარიელი სიტყვები, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, გია ცაგარეიშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში" განაცხადა.

„როდესაც დაიწყება წინასაარჩევნო კამპანიის აქტიური ნაწილი, რა თქმა უნდა ხელისუფლების წარმომადგენლები შეეცდებიან სიცრუეში ამხილონ „ნაციონალური მოძრაობის" ისეთი პროგრამის შემქმნელები, როგორიცაა მაგალითად გოცირიძე, ყოფილი ეროვნული ბანის პრეზიდენტი, რომელიც შაბათ-კვირას თავის თავს პრემიებს უწერდა, ვითომ ზეგანაკვეთური მუშაობის გამო და შემდეგ ათი ათასებს იღებდა, როდესაც ნახევარი ქვეყანა მართლა შიმშილობდა. აი ასეთი ვაი ეკონომისტებისა და ფინანსისტების დაწერილია „ნაციონალური მოძრაობის" პროგრამის ის ნაწილი, სადაც უხვი დაპირებებია", - აცხადებს გია ცაგარეიშვილი.

მისი თქმით, ახლა საქართველოს ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი რომ იყოს, კორონავირუსის ათასობით შემთხვევა იქნებოდა.

„რომ შევადაროთ ძალიან დიდი განსხვავებას ვნახავთ, რამდენი გზაა დაგებული „ნაციონალური მოძრაობის" დროს და რამდენი „ოცნების" დროს, რა ინფრასტრუქტურული ღონისძიებებია განხორციელდა წინა ხელისუფლების დროს და ახლა, როგორ გაძლიერდა ყველა მიმართულება და როგორი წარმატებით ართმევს თავს ამჟამინდელი მთავრობა პანდემიასთან ბრძოლას. წარმომიდგენია, ახლა სააკაშვილი აქ რომ იყოს, იქნება ათასობით შემთხვევა და იქნება ცოდვა-მადლის ტრიალი. კიდევ კარგი, ჩვენ ახლა „ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში ვართ და სწორედ ეს მთავრობა უმკლავდება ამ პანდემიას", - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (21.09.2020)
ავოეეეე, ეს სირიკოზა ნახე, 2 კილო ხახვი დაითრია ამ ყლემ.

ИНЦИТАТУС   (21.09.2020)
Ес саидан гамодзвра? Зустад ег гваклда да есец могвевлина. Молодец "гаишник".


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×