რეზონანსი
20.09.2020

მომავალი საპარლამენტო არჩევნები კიდევ ერთი გადამწყვეტი დღეა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენ, ყველამ ერთად, კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ უარი ბნელ წარსულსა და ძალადობას და ავირჩიოთ ნათელი მომავალი, ადამიანის კეთილდღეობაზე ორიენტირებული, მზრუნველი და ეფექტური გუნდი, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ბაღდათში, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ბეჟან წაქაძის წარდგენაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, წლების განმავლობაში, ხელისუფლებამ უამრავი პროექტი განხორციელა. განსაკუთრებული ყურადღება კი რეგიონების განვითარებასა და გაძლიერებას ექცევა.

მისივე განცხადებით, მუდმივად მიმდინარეობს მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები და სახელმწიფო გვერდით უდგას მოქალაქეს.

„ქართული ოცნების“ გუნდი მაჟორიტარობის კანდიდატს წარმოგიდგენთ, ადამიანს, რომელიც საქართველოს

პარლამენტში თქვენი წარმომადგენელი, თქვენი ხმა იქნება და ყველა იმ გამოწვევას უპასუხებს, რაც ჯერ კიდევ არსებობს ქვეყანაში.

მომავალი საპარლამენტო არჩევნები კიდევ ერთი გადამწყვეტი დღეა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენ, ყველამ ერთად, კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ უარი ბნელ წარსულსა და ძალადობას და ავირჩიოთ ნათელი მომავალი, ადამიანის კეთილდღეობაზე ორიენტირებული, მზრუნველი და ეფექტური გუნდი.

ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ქვეყანაში სიმშვიდის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტიაა. „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც ქვეყნის განვითარების რეალური ხედვა და ამ ხედვის განხორციელების უნარი და შესაძლებლობები გააჩნია.

წლების განმავლობაში, უამრავი პროექტი განხორციელდა, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რეგიონების განვითარებასა და გაძლიერებას, მუდმივად მიმდინარეობს მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები და რაც მთავარია, სახელმწიფო გვერდით უდგას მოქალაქეს, რათა ეკონომიკური თუ ტურისტული პოტენციალის ათვისების კუთხით, რაც შეიძლება მეტი პროექტი განხორციელდეს, გაჩნდეს დამატებითი სამუშაო ადგილები და მოქალაქეების შემოსავალმა და კეთილდღეობამ მოიმატოს.

ჩვენი ქვეყნის წინაშე ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა. მათ შორის უმთავრესია ოკუპაცია და არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, რომელიც ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს აწუხებს. ჩვენი ვალია, ეს პრობლემები მშვიდობიანად, გონივრულად, განათლებითა და ყოველდღიური შრომით გადავჭრათ.

„ქართული ოცნების“ გუნდი მზად არის, ყველა გამოწვევას გაუმკლავდეს და ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად ყველა პრობლემა თქვენთან ერთად, თქვენი აქტიური ჩართულობით მოაგვაროს.

დარწმუნებული ვარ, 31 ოქტომბერს, როდესაც გაიმართება საპარლამენტო არჩევნები ჩვენ მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებას და გავაკეთებთ სწორ არჩევას.

დარწმუნებული ვარ იმაში, რომ თქვენი მხარდაჭერითა და თქვენი თანადგომით ჩვენ შევძლებთ პირველივე ტურში წარმატების მიღწევას. ჩვენ, ჩვენი ყოველდღიური საქმიანობით უნდა შევქმნათ ძალიან ბევრი წარმატების ისტორია იმისთვის, რომ ღირსეულად წარმოვაჩინოთ ჩვენი რეგიონები, ქალაქები, სოფლად მცხოვრები ადამიანები.

ერთად საქართველოს წარმატებისთვის!“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ИНЦИТАТУС   (21.09.2020)
Имедиа Хизанац гундшиа. Хизанас амбави гасагебиа маграм им 8 сулма ра даашавес ром гарет датовет? Е. и. гадаагде, ицоде пасухс агебт шенац да Хизанац.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×