რეზონანსი
19.09.2020

11 სეტემბერს 23 წლის თამთა ჯანჯღავა სტამბოლში მეუღლემ ირაკლი შურღაიამ მოკლა. მას მრავლობითი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს ზურგის არეში. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მოტივი ეჭვიანობა გახდა.

მათივე თქმით, შურღაია ადრეც ძალაობდა ცოლზე.

„დედის ორმოცი გასული არ იყო თამთა გაიყვანა შემირიგდიო და გაიტყუა გარეთ. ასე უთრა შენ ძალიან ლამაზი ხარ და არ მინდა სხვები გხედავდნენო და სახეზე დანით ჭრილობა მიაყენა. ამის მერე გაექცა, თავს უშველა, თუმცა სასამართლომ 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გააათავისუფლა“, - ამბობს გარდაცვლილის და.

აგრეთვე, ისინი ებნებოდნენ თამთას ჩასულიყო საქართველში და მიეტოვებინა მეუღლე თუმცა არ დასცალდა.

„შეიძლება იმის გამოც მოკლა, რომ აქ უნდა წამოსვლა და მისი მიტოვება. ასე როგორ მოექცა ჩემს დას, ასე ცხოველიც არ მოიქცევა. ის მკვლელობის მეორე დღეს მიბრუნდა ტანსაცმელი გამოიცვალა ჩემი დის ძვირფასეულობა და ფული აიღო და მიიმალა“, - უყვება „ტვ პირველს“ გარდაცვლილი თამთა ჯანჯღავას და.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×