რეზონანსი
15.08.2020

საინფორმაციო სააგენტო Прайм Крайм-ის ცნობით, ქართველი "კრიმინალური ავტორიტეტები" კარანტინისა თუ თვითიზოლაციის მიუხედავად მაინც აქტიურობენ, სიტყვიერი გარჩევები კი ფიზიკურმა დაპირისპირებებმა შეცვალა.

როგორც ჩანს, ამჯერად ერთმანეთს ნეაპოლში "ონიანი-ჯანგველაძის" კლანი დაუპირისპირდა. 45 წლის ლევან დადეშქელიანს, იგივე "ლევან სვანსა" და 44 წლის აკაკი ლანდიას, იგივე "კაკოს" შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. დაპირისპირების მიზეზს არ ასახელებენ, ცნობილია მხოლოდ ის, რომ დადეშქელიანსა და ლანდიას დაპირისპირებისას, "კაკო" საკმაოდ დადაშავდა.

სააგენტოს ცნობით, თუ იტალიაში წლოვანებითა და "რანგით" თანატოლმა "კრიმინალურმა ავტორიტეტებმა" ერთმანეთს სცემეს, ანტალიაში მომხდარი ჩხუბისას, ერთმანეთს 60 წლის ოთარ ტოტოჩია და 33 წლის რუსლან გეგეჭკორი დაუპირისპირდა.

როგორც ცნობილია, ეს ორი "კრიმინალური ავტორიტეტი" ერთმანეთს დიდი ხანია ალმაცერად უყურებენ. ორივე მათგანი ნადირ სალიფოვის, იგივე "გულის" გარემოცვის წარმომადგენლები არიან. 33 წლის გეგეჭკორი უკვე მესამე თაობის "კანონიერი ქურდია" და ამით ამაყობს კიდეც. ხოლო ოთარ ტოტოჩია ძველი თაობის "ავტორიტეტად" ითვლება. მას 90-იან წლებში "რუხ კარდინალსაც" კი ეძახდნენ. ტოტოჩია სალიფოვის გარემოცვაში დაახლოებით ერთი წელია მოხვდა, მას შემდეგ, რაც ხანში შესულ "კრიმინალურ ავტორიტეტს" რუსეთში მიღებული ახალი კანონების გამო, ტერიტორიის დატოვება მოუწია.

წყარო: კვირის პალიტრა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×