რეზონანსი
14.08.2020
“მოგესალმებით დედოფლისწყაროში, ძალიან ღირსეულ კახელებთან ერთად.
მოსავალზე რომ გადავიდეთ – რთველი იწყება აქედან და შეუძლებელია, რთველს გვერდი ავუაროთ. 2012 წელს კახეთში ჩაბარდა 52 000 ტონა ყურძენი, 2019 წელს – 278 000 ტონა ყურძენი და 2020 წელს ჩაბარდება 300 000 ტონა. ეს არის შრომის შედეგი, იმის შედეგი, რომ თქვენ კახელები, მოქალაქეები, მთავრობა, ყველა ერთად ვშრომობთ და ეს შრომა ხომ ამ ქვეყნისთვის გვინდა. ჩვენ ხომ ვამბობთ, რომ ბევრი კარგი საქმე გვაქვს დაწყებული და უნდა დავამთავროთ ეს კარგი საქმეები, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ არც ერთი გოჯი მიწა ამ ქვეყანაში დაუმუშავებელი არ უნდა დარჩეს, იმიტომ რომ ყველამ ერთად პირველ რიგში ჩვენს მოქალაქეს უნდა მივხედოთ.
უნდა ვიცოდეთ, რომ ბევრი გვაქვს საშრომი, რათა ჩვენს ბავშვებს განათლების მაგარი სისტემა შევუქმნათ. ჩვენი ბავშვები, რომლებიც საქართველოში განათლებას მიიღებენ, აქედან რომ გავლენ, სხვა ქვეყნის შვილებზე უფრო მაგრები უნდა იყვნენ, იმიტომ რომ ნიჭიერები არიან. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ვიშრომოთ იმისთვის, რომ ჩვენი მოხუცები, ღვაწლმოსილი პენსიონერები ღირსეულად ცხოვრობდნენ, ჯანმრთელობა ჰქონდეთ, ჯანმრთელობის მომსახურება და ნორმალური სოციალური დახმარება ჰქონდეთ.
რაც არ უნდა იყოს, ეს მთავრობა, „ქართული ოცნება” ყოველთვის გვერდით ედგა ქართველ გლეხს, ქართველ ფერმერს. ამის დადასტურება იყო ყველა გასული წელი 2012 წლიდან და ამის დადასტურება იქნება ეს რთველიც საქართველოსაც. დიდი მადლობა, გამარჯვებას გისურვებთ!”-განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
კახელი   (15.08.2020)
ხუთი ექვსი შენნაირი მინისტრი და ქვეყანაც აშენდება.ჯიგარი ხარ გაიხარე.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×