რეზონანსი
10.08.2020

გუ­შინ, გვი­ან ღა­მით ბა­თუ­მი-ჩაქ­ვის ცენ­ტრა­ლურ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად სამი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, მათ შო­რის ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნი. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი მა­ხინ­ჯა­ურ­ში მცხოვ­რე­ბი ერთი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან - მე­დი­კო შა­რა­ში­ძე, მისი რძა­ლი ნა­თია სურ­მა­ნი­ძე და მე­დი­კო შა­რა­ში­ძის მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლიშ­ვი­ლი.

ოჯა­ხი ბა­თუ­მი-ჩაქ­ვის და­მა­კავ­ში­რე­ბელ ცენ­ტრა­ლურ გზა­ზე გვი­ან ღა­მით იდ­გნენ და ოჯა­ხის ახ­ლო­ბელს აცი­ლებ­დნენ, რო­დე­საც მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მე­ლიც ტაქ­სის ნიშ­ნით მოძ­რა­ობ­და, ქვე­ი­თად მყო­ფებს და­ე­ჯა­ხა.

"ახ­ლაც შოკ­ში ვარ, მი­ჭირს იმის გად­მო­ცე­მა, რაც ვნა­ხე. ჩვენ გამ­ვლე­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ავა­რია ახა­ლი მომ­ხდა­რი იყო. ბავ­შვი რომ და­ვი­ნა­ხეთ ჩა­მო­ვე­დი. არა­ვინ მი­დი­ო­და ბავ­შვთან. მხო­ლოდ მძღო­ლი ყვი­რო­და, მე და­ვე­ჯა­ხე და გთხოვთ, გა­და­არ­ჩი­ნო­თო.

ბავ­შვს პულ­სი სუს­ტი ჰქონ­და. მა­სა­ჟი გა­ვუ­კე­თე, მერე გა­ვი­გო­ნე ვი­ღაც ამ­ბობ­და, კი­დევ არი­ან და­შა­ვე­ბუ­ლე­ბიო. გა­ვი­ხე­დეთ და ოჯა­ხის წევ­რე­ბი იყ­ვნენ მი­მო­ფან­ტუ­ლი. ბა­ბუა გა­უ­ცი­ლე­ბი­ათ მოს­კოვ­ში. ყვე­ლა გან­წი­რუ­ლი კი­ო­და, სა­ში­ნე­ლი სა­ნა­ხა­ვი იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი" - განუცხადა "ამბებს" თვითმხილ­ვე­ლმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×