რეზონანსი
10.08.2020

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშილის ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და ეჭვი აქვს, რომ საქმეში გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) აღარ ჩაერთვება.

„გამოძიება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქმეში FBI არ ჩაერთოს, ვნახოთ რამდენი „ვაჟკაცობა“ აქვთ და რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ ორგანოს ჩართულობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ოჯახის თქმით, ქართული საგამოძიებო უწყება გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩამოსვლამდე დადებს დასკვნას. ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მიიჩნევს, რომ ბაჩალიაშვილის საქმეში მაღალჩინოსნების ინტერესები იკვეთება და სწორედ ისინი ცდილობენ ოჯახი და საზოგადოება დაარწმუნონ იმაში, რომ თამარმა თავი მოიკლა. „საგამოძიებო უწყება ცდილობს ოჯახისა და საზოგადოების იმაში დარწმუნებას, რომ თითქოს თამარმა თავი მოიკლა, მაგრამ ეს ასე აღარ იქნება. ძალიან მალე გამოჩნდება სიმართლე და ყველა დარწმუნდება, რომ ეს იყო დაგეგმილი მკვლელობა“, - ამბობს ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×