რეზონანსი
06.08.2020

გენერალურ პროკურორთან შეხვედრაზე წარმოგვიდგინეს დოკუმენტები, მოსამართლის განჩინებები იმის შესახებ, რომ უკვე გადაგზავნილია მოთხოვნები გამოძიებაში FBI-ს ჩართულობის შესახებ, მაგრამ ეს გარკვეულ დროსთანაა დაკავშირებული- ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, უწყებაში გამოთქვეს მზაობა, რომ იქნებიან მოწვეული ადამიანები, რომლებიც გამოძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.

„დაჩქარებული წესით მოვითხოვეთ ისეთი სადიაგნოსტიკო აპარატის მოძიება, რომელიც გამოიკვლევს როდის დაიქოქა ავტომობილი უკანასკნელად, გადაადგილება. იგივე შეეხება კომიუტერსაც. ერთი შემიძლია ვთქვა, რომ არის მოსამართლის განჩინება, რომ ყველა საკითხზე, რომელიც კითხვის ნიშანს აჩენს, ამაზე რეაგირება იქნება პროკურატურისგან“- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×