რეზონანსი
03.08.2020

თბილისში. ე.წ. ლონდონის ბაღში ახალგაზრდებს შორის ქუჩურს გარჩევას 18 წლის მოზარდის დაჭრა მოჰყვა. დაჭრილი ალადაშვილის კლინიკაში, რეანიმაციაში მოთავსებული და მდგომარეობა მძიმეა.

დაშავებულს ჭრილობები წელის არეში, დანით აქვს მიყენებული.

საავადმყოფოშია მისი მეგობარიც, რომლის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, 18 წლის ახალგაზრდები - საბა გაბედავა და მისი მეგობარი ნიკა ჩაჩუა დაბადების დღიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც მათივე კლასელები შეხვდნენ. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი სწორედ მათთან მოუვიდათ, თუმცა რა გახდა მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×