რეზონანსი
16.07.2020

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დღეს საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაბარებულ პირებს შორის აქამდე უცნობი ახალგაზრდებიც გამოჩნდნენ. ერთ-ერთი მათგანი ოლეგ ბობოხიძეა, რომელიც გურამ ამირხანაშვილის და გიორგი შაქარაშვილის მეგობარია. ვრცელდება მისი ჩვევნებიდან ამონაწერი:

“2020 წლის 19 ივლისს დაახლოებით 02:00 საათზე მომწერა გურამ ამირხანაშვილმა და მითხრა, რომ წვეულებაზე, სადაც იმყოფებოდნენ, მოხდა დაპირისპირება, თუმცა, აღნიშნულ დაპირისპირებაში გურამსა და გიორგის მონაწილეობა არ მიუღიათ. გურამმა მომიყვა, რომ მან ვერ დაინახა სად წავიდა გიორგი შაქარაშვილი. ვინაიდან გიორგი დილამდე არ გამოჩნდა. დაახლოებით 08:30 საათზე გურამ ამირხანაშვილი დაუკავშირდა დედამისს და აცნობა მომხდარის შესახებ.

მალევე მე, დედაჩემი, გიორგის დედა, გურამ ამირხანაშვილი, გიორგის მეზობელი და გიორგის და წავედით მცხეთის მიმართულებით გიორგის მოსაძებნად.

მივედით აგარაკზე, სადაც გაიმართა წვეულება, ასევე იქ, სადაც დაიწყო კონფლიქტი და იქ, სადაც გაიქცა გიორგი, თუმცა მისი პოვნა ვერ შევძელით. ჩვენ მდინარის ნაპირთან მისასვლელ ბილიკზე არ ჩავსულვართ,” – აცხადებს ოლეგ ბობოხიძე.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×