რატომ მოაჭრეს მარჯვენა ოსტატს, რომელმაც აკეთის ეკლესია ააშენა
ია აბულაშვილი
21.05.2020

აკეთის მაცხოვრის ეკლესია, რომელიც გურიაში, სოფელ აკეთში მდებარეობს, როდის აშენდა ზუსტი თარიღი უცნობია. გადმოცემით კი, ეკლესია თამარ მეფის დროს აუგიათ.

ეკლესიის აგებასთან დაკავშირებით ასეთი ლეგენდა არსებობს - თამარ მეფეს ტაძრის ასაშენებლად ბერძენი ოსტატები მოუწვევია და ორი ტაძრის ერთდრულად აგება უბრძანებია.

ერთი ტაძარი სოფელ აცანაში უნდა აშენებულიყო, მეორე აკეთში. მთავარი ოსტატი, სოფელ აცანაში გადასულა, აკეთში ეკლესიის აგება კი შეგირდისთვის მიუნდია. ორივე ტაძრის აგების შემდეგ, მეფის მსახურთ უპირატესობა შეგირდისთვის მიუნიჭებია, რომელმაც ეკლესია აკეთში ააგო და მეფის საჩუქარიც მას ერგო. ამით განაწყენებულმა ოსტატმა თავის ხალხს დაავალა შეგირდისთვის მარჯვენა ხელი მოეჭრათ.

აკეთის მაცხოვრის ეკლესია, ჯვრის ფორმის იყო და სამწახანაგიანი საკურთხეველი ჰქონდა. მოხატულობა გელათის ტაძრის მსგავსი. სამხრეთის კარიბჭესთან იატაკის ქვეშ ნაპოვნია წარწერა " აშენდა მეფისა შინა... ბრძანებიათა მისისა... წელსა". ჩრდილოეთის კარიბჭესთან იატაკზე ასევე ნაპოვნია ბერძნული წარწერა.

მე-18 საუკუნის დასაწყისში აკეთში დასახლებულან თავდგირიძეები. მამუკა თადგირიძე, რომელმაც მაჰმადიანობა არ მიიღო, ქობულეთიდან სოფელ აკეთს შეაფარა თავი; თან წამუღია თამარ მეფის ნაქონი ღვისმშობლის ხატი, თვალმარგალიტით შემკობილი.

ეს ხატი ადრე სვენებულა ჩურუქსოში ცნობილ "თეთროსნის" ეკლესიაში, რომელიც ადგილობრივ მაჰმადიანებს დაუნგრევიათ. მამუკა თავდგირიძეს, თავის სოფლიდან გვარადან გადმოუტანია მაცხოვრის ხატი, ღვთაების ხატად წოდებული და წმინდა გიორგის ხატი. ამ ხატებზე სალოცავად მუსლიმი ქართველებიც დადიოდნენ.

უნიკალურ ხატებთან ერთად აკეთის ეკლესიაში ინახებოდა სხვა განძეულობაც, მათ შორის რამდენიმე ტყავზე დაწერილი სახერება ტრაპზონის ეკლესიიდან მოტანილი, რომელიც 1924 წელს დაიკარგა. დაკარგულია მაცხოვრის უნიკალური ხატი, რომელიც საქართველოდან გაიტანეს და გაყიდეს, ამ ხატის ადგილსამყოფელი დღესაც უნობია. აკეთის ეკლესია, სამჯერ გაძარცვეს, თუმცა განძის ნაწილი გადარჩა, რადგან საგულდაგულოდ იყო დამალული, მათ შორის ღვთისმშობლის ხატი.

"ძველ ნაშთთა მოყვარის ყურადღებას იპყრობს პატარა ქვითკირის ეკლესია. შიგ დარჩენილი ძველი საეკლესიო ნივთების წარწერებისგან ჩანს, ეს პატარ ეკლსია ქობულეთიდან გადმოსულ თავდგირიძეთა საფრაველ ქვეშ მყოფი, რომლებიც დიდი გულმოდგინობით ზრუავდნენ მისი შემკობისა და გამდიდრებისთვის.

"განძი ბევრი უნდა ყოფილიყო შიგნით, მაგრამ მტერთა არაერთგზის შეუხიათ თავიანთი ხელი წინაპართაგან სასოებით დატოვებულ სიმდიდრისთვის"- წერდა თედო სახოკია.

აკეთის ეკლესიას კარგი დღეს არც რუსმა მღვდელმსახურებმა დააყენეს, რომლებმაც ეკლესია კირით შეათეთრეს, გადარჩა მხოლოდ გუმბათის რამდენიმე ფრესკა. ბოლშევიკებმა კი საბოლოოდ მოუღეს ბოლო.

ადგილობრივმა ათეისტებმა ტაძარი დაარბიეს და უფროსობის ბრძანებით ტაძრიდან ზარის ჩამოხსნა გადაწყვიტეს. ზარი თოფის სროლით უნდა ჩამოეგდოთ, ვინც უფრო "მამცი" იქნებოდა, თოფს აჩუქებდნენ.

ერთ-ერთი აქტივისტს, რომელიც დათანხმდა ბოლშევიკების ამ მზაკვრულ ბრძანებას, ზარი ზარ- ზეიმით ჩამოაგდო, შეპირებლუი თოფიც მიიღო საჩუქრად, მაგრამ ეკლსიის რისხვა სახლის ჭიშკართან დაეწია. გულმხურვალე ათეისტი სახლის ჭიშკართან წაიქცა და სული განუტევა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×