ია აბულაშვილი
17.07.2021

 

 აღდგომის სცენებს ქრისტიანულ მხატვრობაში უძველესი დროიდან განსაკუთრებული ადგილი ეკავა. ადრექრისტაინულ ხანაში აღდგომის სიმბოლური სახეები გამოსახული იყო სარკოფაგებზე და რელიეფებზე. აღდგომის ხატად მოიაზრებოდა ახალი აღთქმის ის ადგილები, სადაც აღდგომის უწყება და განცხადებაა აღწერილი; მათ შორის არის, მენსაცხებელი დედები უფლის საფლავთან ქრისტეს აკლდამასთან ხედავენ ანგელოზს, რომელიც გადაგორებულ ლოდზე ზის და მაცხოვრის აღდგომას აუწყებს;

მაცხოვრის აღდგომის სცენებით მოხატული იყო საქართველოს ტაძრები, მათ შორის ერთ-ერთი უნიკალურია ყინწვისის მონასტერი, თამარ მეფის ნება- სურვილითა და განძით აშენებლი. ტაძრის მოხატულობა კი დღესაც აღიარებულია მთელს მსოფლიოში.

აღდგომის მაუწყებელი ანგელოზის ფრესკა "ყინწვისის ანგელოზი" ფერადოვნებით და დახვეწილობით, მე-12- მე-13 საუკუნის ქართული ხელოვნების შედევრია. ქრისტეს საფლავთან გადაგორებულ ლოდზე მჯდომი ანგელოზი შუა საუკუნეების ქართული მხატვრობის სიმბოლოდ იქცა.

აყინწვისში, ამ კომპოზიციის საპირისპიროდ, კედელზე გამოსახულია ასევე თომას დარწმუნება და სამი ყრმა სახმილს შინა; ეს ორივე ფრესკა ეძღვნება აღდგომის თემას, მთელი მოხატულობა კი განკაცებული უფლის აღდგომას წარმოადგენს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×