ია აბულაშვილი
22.09.2020

ქართული ხურთომოძღვრების უნიკალური ძეგლი, ვანის ქვაბები, რომელსაც ადრე ვაჰანის ქვაბებს უწოდებდნენ, მდებარეობს ასპინძაში და მე-8 საუკუნით თარიღდება. სამონასტრო კომპლექსი კლდეშია ნაკვეთი და 200-მდე გამოქვაბულს მოიცავს, რომლებიც 16 სათრულზეა განლაგებული. აქვეა საძვალე, თაშესაფარი, გვირაბები და 6 ეკლესია.

წმინდა გიორგის სახელობის გუმბათოვანი ტაძარი, რომელიც მე-9-11 საუკუნით თარიღდება, მიწისძვრის შედეგად დანგრეულა, რომელიც თამარის ხანაში აღუდგენიათ და ძვირფასი ხატებით შეუმკიათ. მე-13 საუკუნეში ტაძარი კვლავ მიწისძვრის შედეგად დაინგრა. სამონასტრო ცხოვრება კი მხოლოდ მე-14 საუკუნიდან აღსდგა. 

წმინდა გიორგის ტაძრის კარიბჭე მოჩუქურთმებული იყო ქვითკირით. აქვე იყო ორსართულიანი სამრახი ეგვტერით. კარიბჭის ქვეშ იყო ქვაბსაძვალი.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად ვანის ქვაბების სამონასტრო კომპლექსში აღმოჩენილია მოჩუქურთმებული კანკელი, რვაქვევრიანი მარანი და კერამიკის ჭურჭლის დასამზადებელი საწარმო.

გამოქვაბულის ბოლო სართულზე კლდეში ჩაშენებულია პატარა ეკლესია, რომლის კედლებზე შემორჩენილია მე-15 საუკუნეში მონასტერში შეხიზნული ქალების მიერ მელნით შესრულებული მხედრული წარწერები. ამ წარწერების ავტორები არიან: გულქანი, თუმიანი, შაღბანი სულთანი და სხვები. ქალებს ზეპირად წაუწერიათ „ვეფხისტყაოსნიდან“ ორი სტროფი ნესტანის წერილიდან, რომელიც ქაჯეთის ციხიდან ტარიელს მისწერა. ასევე როსტომიანის ერთი სტროფი და სტრფიალო-სამიჯნურო ლექსები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
მედეა   (23.09.2020)
ასეთი ისტორიული სიმდიდრე კულტურის მუშაკებმა სახელმწიფოსთვის შემოსავლის წყაროდ უნდა აქციონ! სხვა ქვეყნები ასე მდიდრდებიან, ჩვენ კი პირი დაგვიფჩენია და სხვას შევნატრით!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×