ია აბულაშვილი
21.09.2020

მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს ყოველ წელს 21 სექტემბერს აღნიშნავს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მისი მშობლები იყვნენ იოაკიმი და ანა.

ცოლ-ქმარს შვილი ხანდაზმულ ასაკში შეეძინათ, მათ აღთქმა დადეს, თუ ღმერთი შვილს მისცემდათ, ახალშობილს ტაძარში მსახურებისთვის უფალს მიუძღვნიდნენ.

უფალმა შეისმინა იოაკიმისა და ანას ლოცვა. მართალი იოაკიმი და ანა ეკლესიის მიერ "მშობლებად ღმრთისა" იწოდებიან, როგორც უფალი იესო ქრისტეს ხორციელნი წინაპარნი. მათ განსაკუთრებული მადლი აქვთ ღვთისგან, უშვილოებს შვილი მიანიჭონ, შეწყვიტონ მიწისძვრები და დააცხრონ ქარიშხალი.

საქართველოში ღვთისმშობლის შობის დღეს ოდითგანვე განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ, ამ დღეს ეკლესია- მონასტრებში იმართებოდა სადღესასწაულო წირვა- ლოცვა, მორწმუნეები ტრადიციულად ეკლესიას ფრინველს სწირავდნენ.

ჩვენ წინაპარს ღვთისმშობლის შობის სახელზე მარავალი ეკლესია აუგია, სადაც ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატები ინახებოდა; ერთ-ერთი არის წილკნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, მსოფლიოში უიშვიათეს ხატად მიჩნეული, რომელიც მოჭედილია ოქროს ფირფიტებით და შემკულია შუა საუკუნეების ოთხი ბიზანტიური მედალიონით. ამ ხატის შექმნა ლუკა მახარობელს უკავირდება. ლუკა მახაორობელს ეს ხატი მაცხოვრის აკვნის ფიცარზე შეუქმნია.

ლუკა მახარობელმა, რომელიც ერთ-ერთი პირველი ხატმწერი იყო, ღვთისმშობლის სახელზე ოთხი ხატი შექმნა. პირველი ხატი, ელუასის სახელით არის ცნობილი, რაც ქართულად მოწყალეს ნიშნავს.

ამ ხატზე გამოსახულია ყრმა იესო, რომელიც დედას ლოყით ეხება. მეორე ხატი იდიგიტრიად წოდებული, ქართულად გზის მაჩვენებლს ნიშნავს, ეს ხატი ადამიანს სწორი გზის არჩევაში ეხმარება.

მესამე ხატი ორნატა, ანუ მავედრებელი, სადაც ღვთისმშობელს ხელები გაწვდილი აქვს და ევედრება მაცხოვარს ადამიანთა შეცოდების, შენდობისა და მათი სულების ხსნისთვის. მეოთხე ხატი - აგიოსორიტი წინასწარი განცდის, ტანჯვის და ჯვარზე გაკვრის ამბავს გვამცნობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
Robi   (21.09.2020)
Gvtismshobeli sheecios chem tanjul saqartvelos.migviteos chven ugnur tavs codvebi..


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×