ელზა წიკლაური
30.05.2014

"საზოგადოებაში არსებული ვნებათაღელვის" გამო, პარლამენტმა ხელფასების გაზრდასა და ავტოპარკის განახლებაზე უარი თქვა. შესაბამისად, 2015 წელს საკანონმდებლო ორგანოს ბიუჯეტი ისევ 52,091 მლნ ლარი იქნება. სახელფასო ფონდი კი, რომლის გაზრდასაც პარლამენტი ითხოვდა, ბოლო 3 წელიწადში ისედაც სამჯერ გაიზარდა და თანაც 7,5 მლნ ლარით.

მაკა ხარაზიშვილი
29.05.2014

ორ დღეში მსხვილი იმპორტიორები წლების წინათ მინიჭებულ პრივილეგიას დაკარგავენ. 1-ლი ივნისიდან მსხვილი და წვრილი იმპორტიორიც ერთიან დაბეგვრის რეჟიმში მოექცევა - დღგ-ს გადასახადს საბაჟოზე საქონლის განბაჟებისთანავე გადაიხდიან. იმპორტიორები და აუდიტორები ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი არიან და აღნიშნავენ, რომ პარლამენტმა ამ გადაწყვეტილებით მათ საბრუნავი თანხა ხელიდან გამოაცალა.

მარი ჩიტაია
29.05.2014

დარიალის გზის ჩაკეტვამ რუსეთში ქართული პროდუქტების ექსპორტს პრობლემა შეუქმნა. ამ მხრივ განსაკუთრებით ღვინის კომპანიები დაზარალდნენ, ისინი ექსპორტისთვის ალტერნატიულ მარშრუტს ეძებენ. ასეთ ალტერნატივად საჰაერო გზა განიხილება, რისთვისაც კომპანიებს დამატებითი ხარჯის გაწევა მოუწევთ. პრობლემა არ შეხებია მინერალური წყლებისა და ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორ კომპანიებს, რომლებიც სარკინიგზო გადაზიდვას აწარმოებენ.

მაკა ხარაზიშვილი
29.05.2014

კერძო სადაზღვევო პენსიის სისტემით მხოლოდ 19 ათასამდე ადამიანი სარგებლობს. ეს ნიშნავს, რომ პენსიონერების დიდი არმია სახელმწიფო ბიუჯეტზე კიდევ კარგა ხანს იქნება ჩამოკიდებული. მთავრობამ დაგროვებითი პენსიის რეფორმა 2014 წლის ბიუჯეტში გაწერა, ცოტა ხნის წინ კი ეკონომიკის სამინისტროში პენსიის ოფისი გახსნა, რომელსაც კერძო სადაზღვევო პენსიის სტრატეგიის შემუშავება დაევალა.

მაკა ხარაზიშვილი
28.05.2014

ბიზნესი პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლდა, მაგრამ ვერ გააქტიურდა. სპეციალისტების ერთი ნაწილი ამის მიზეზად ისევ გაურკვევლობას ასახელებს, თუმცა, როგორც ყოველთვის, საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების მაჩვენებელი რეკორდებს ხსნის.

მარი ჩიტაია
28.05.2014

მარწყვის ფასი ბოლო წლების პიკზეა. ხანგრძლივი წვიმების გამო, მოსავალი უხარისხო და განახევრებულია. შეიძლება ითქვას, წლევანდელი სეზონი ჩავარდა, რაც ფერმერებმა და მეხილეებმაც აღიარეს. უამინდობის გარდა, მოუსავლიანობის მიზეზად ისინი ტექნიკის უქონლობასაც მიიჩნევენ.

მაკა ხარაზიშვილი
27.05.2014

 კარტოფილისა, პომიდვრის და ზოგადად ბოსტნეულის ექსპორტი ახალ რეკორდს ამყარებს. ექსპორტის ზემაღალი მაჩვენებელი ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ საქართველოში კარტოფილი, წინა წლებთან შედარებით, თითქმის 3-ჯერ გაძვირდა. ფერმერები ამბობენ, რომ ორივე სახის ბოსტნეულს, ძირითადად, აზერბაიჯანელები ყიდულობენ და შემდეგ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გააქვთ, ოღონდ რა მიმართულებით არავინ იცის.

ელზა წიკლაური
27.05.2014

კომერციულიმა ბანკებმა ბოლო 3 წელში სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით იმაზე ნაკლები თანხა შეიტანეს, ვიდრე "ვისოლმა" და "სოკარმა" მხოლოდ შარშან. ბანკების მიერ 3 წლის განმავლობაში ბიუჯეტში გადახდილი თანხის მოცულობამ 94,2 მლნ ლარი შეადგინა მაშინ, როდესაც ამავე პერიოდში ეკონომიკის აღნიშნული სექტორის მთლიანმა წმინდა მოგებამ 846,4 მლნ ლარი შეადგინა. ზემოხსენებულმა კომპანიებმა კი შარშან ბიუჯეტში გადასახადების სახით 200 მლნ ლარი შეიტანეს.

მარი ჩიტაია
27.05.2014

სარემონტო სამუშაოებისთვის წელს კარგი საგაზაფხულო სეზონია. სამშენებლო-სარემონტო კომპანიების წარმომადგენლებისა და მოვაჭრეების შეფასებით, მდგომარეობა, შარშანდელ პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა, თუმცა 3-4 წლის წინ გაცილებით უკეთესი სიტუაცია იყო.

მარი ჩიტაია
27.05.2014

სამკერვალო ბიზნესი ახალ სიმაღლეებს იპყრობს. მოთხოვნის მატებასთან ერთად, მომსახურების ფასიც გაზრდილია. შეიძლება ითქვას, მიმდინარე პერიოდი ქართული სამკერვალოებისთვის ძალიან ნაყოფიერია, რასაც სალონების მომრავლებაც ადასტურებს.

მაკა ხარაზიშვილი
27.05.2014

2014 წლის პირვე 4 თვეში ექსპორტზე 2,842 მილიონი დოლარის ხე-ტყე გავიდა. სპეციალისტების განცხადებით, ტყის უკანონო ჭრა ისევ გრძელდება, თუმცა შედარებით შენელებული ტემპით. ამიტომ, ექსპერტები კონტროლის უფრო მეტად გაძლიერებას ითხოვენ.

მაკა ხარაზიშვილი
24.05.2014

პრემიერი ბიზნესმენებს კიდევ ერთხელ შეხვდა და კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ბიზნესი პოლიტიკური ზეწოლისგან გათავისუფლდა. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ თავისუფალი ბიზნესი ჯერ კიდევ ვერ გააქტიურდა, რაც ეკონომიკის ზრდის ტემპებსა და დასაქმების მაჩვენებელსაც ეტყობა.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×