სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მაკა ხარაზიშვილი
    08.05.2014

    2012 წლიდან მოყოლებული ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 1,3 მლრდ კვტ/სთ-ით გაიზარდა. იმ ფონზე, როდესაც დაგეგმილია რამდენიმე ათეული მცირე და საშუალო ჰესის მშენებლობა, ადგილობრივი გენერაცია, უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე მილიარდი კილოვატ/საათით უნდა გაიზარდოს.

    მარიამ აფციაური
    08.05.2014

    უვიზო მიმოსვლა მგზავრთა ნაკადზე აისახება. როგორც ავიაკომპანიებში აცხადებენ, ამჟამად ყველაზე დიდი მოთხოვნა ისეთ ქვეყნებზეა, სადაც გასამგზავრებლად ვიზა არ არის საჭირო. ისინი ევროპაში სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით პროგნოზსაც აკეთებენ. მათი აზრით, ცვლილება ტურისტების 20-30%-იან მატებას და რეისების ზრდას გამოიწვევს.

    მარი ჩიტაია
    07.05.2014

    მსხვილ ინვესტორებს საქართველოში სასტუმროების მშენებლობა აღარ იზიდავთ. მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქსა და რეგიონებში, განსაკუთრებით კი ტურისტულ ზონებში, რამდენიმე ახალი სასტუმროს მშენებლობა დაიგეგმა, პროექტების უმრავლესობა ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა.

    მაკა ხარაზიშვილი
    06.05.2014

    დიდი ალბათობით, სექტემბრიდან კერძო მზღვეველები სახელმწიფო პროგრამებს დატოვებენ. საბოლოო გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, მიღებული არ არის. პროგრამების დატოვებასთან ერთად, არ არის გამორიცხული, კერძო სადაზღვევო ბაზარი კიდევ ორმა კომპანიამ - "ალფამ" და "აისი ჯგუფმა" დატოვოს. სადაზღვევო კომპანიებს 220 მილიონ ლარამდე ხელიდან ეცლებათ.

    მაკა ხარაზიშვილი
    06.05.2014

    40 კოოპერატივი და 258 მეპაიე - კოოპერატივების სააგენტოში პროცესს წარმატებულს უწოდებენ. სპეციალისტები კი მიიჩნევენ, რომ კოოპერატიცების შექმნა ჯანჯლდება, ვინაიდან კანონი არასრულყოფილია და საქმე გამოუცდელ ადამიანებს აქვთ მინდობილი.

    მარი ჩიტაია
    03.05.2014

    ქართველი ბიზნესმენები ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას ბიზნესისთვის დიდ პრობლემად არ მიიჩნევენ. ისინი არ იზიარებენ ცნობილი ბიზნესმენის ლევან ვასაძის განცხადებას, რომელიც ახალი კანონმდებლობის დამტკიცების შემდეგ ქვეყანაში ნეგატიური პროცესების პროვოცირებას ვარაუდობს.

    მაკა ხარაზიშვილი
    03.05.2014

    ირანს შავ ზღვასთან დასაკავშირებლად საქართველოსთან სარკინიგზო ხაზით მიერთება სურს. გარდა ამისა, ირანელები უკვე საუბრობენ სავაჭრო ურთიერთობების გაზრდაზე. სერიოზული საუბარი მიდის ირანში სასმელი წყლის, ხორცპროდუქტებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტზე. საქართველოში ირანის საელჩოში სავაჭრო ბრუნვის მილიარდამდე გაზრდას ვარაუდობენ.

    ელზა წიკლაური
    02.05.2014

    თვითმმართველობის არჩევნების წინ საკვებ პროდუქტსა და პირველადი მოხმარების საგნებზე ფასები 2012 წლის არჩევნებამდელ ნიშნულს დაუბრუნდა. ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ძლივს გაიაფებული პროდუქტი ისევ ძვირდება. ზოგიერთ პროდუქტზე ფასმა იმაზე მეტად მოიმატა, ვიდრე 2012 წლის არჩევნებამდე იყო, ზოგიერთის ღირებულება კი ძველ თამასას დაუბრუნდა.

    მაკა ხარაზიშვილი
    01.05.2014

    ლარის კურსი ისევ გაუფასურების ნეგატიურ გზას დაადგა. ეროვნული ბანკის კურსით 1 დოლარი 1,7711 ლარი ღირს. ქართული ვალუტა მკვეთრად დაეცა ევროსთან მიმართებაშიც, 1 ევროს ღირებულება 2,4505 ლარია. მთავრობის დაპირება ფუჭი აღმოჩნდა - ლარმა თავი ვერც ახალი წონასწორული კურსის ნიშნულზე ვერ შეიმაგრა.

    მარი ჩიტაია
    01.05.2014

    რეგიონებში თხილის მარაგი მთლიანად ამოიწურა. იშვიათად შეხვდებით ოჯახს, სადაც გასული წლის მოსავალი იყოს შემორჩენილი. შარშანდელი სეზონი, წინა წლებთან შედარებით, საუკეთესო აღმოჩნდა ფასის თვალსაზრისით. ბოლო 2-3 წლის განმავლობაში მისი ღირებულება 2,5-3 ლარს არ გასცდენია. ახლა კი 1 კგ თხილი 4,30-4,50 ლარის ღირს.

    მარი ჩიტაია
    30.04.2014

    მეჩაიეობის განვითარების სახელმწიფო პროგრამაზე მუშაობა დასრულდა, მაგრამ მისი განხილვა და ქმედითი ღონისძიებების გატარება გვიანდება. პროექტის ავტორებს ეშინიათ, რომ დოკუმენტი არ დარჩეს უბრალო პროგრამად და სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება წლობით არ გაიწელოს, რასაც სოფლის მეურნეობის სამინისტროში არ ეთანხმებიან.

    მარიამ ხიდაშელი
    30.04.2014

    მეწარმეობის განვითარების სააგენტო საქმიანობას მაისიდან შეუდგება. ივნისიდან პროექტების განმხორციელებელი ორგანიზაციის შესარჩევად ტენდერს გამოაცხადებს. კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა აქვთ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს. სააგენტო დაფინანსებას დამწყებ ბიზნესმენებსაც ჰპირდება. მთლიანობაში, ბიზნესის დაკრედიტებისთვის 150 მილიონი დოლარი განისაზღვრა.


    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×