სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა წიკლაური
    01.04.2014

    დღეიდან უმწეოთა ჯანდაცვის დაზღვევას სადაზღვევო კომპანიები ნაცვლად, სახელმწიფო უზრუნველყოფს. კომპანიებისთვის უმწეოთა დაზღვევის ჩამორთმევა კი მათთვის განკუთვნილ სახელმწიფო პრემიას, დაახლოებით, 40%-ით შეამცირებს. სამაგიეროდ, ხარჯები შეუმცირდება სახელმწიფოსაც. როგორც სამინისტროში ამბობენ, სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამების განხორციელება ბიუჯეტს უფრო ნაკლები უჯდება, ვიდრე ეს სადაზღვევო კომპანიების პირობებში ხდებოდა.

    მაკა ხარაზიშვილი
    29.03.2014

    სახელმწიფო კომპანიებში დასაქმებული დიდი თანამდებობის პირების შემოსავალი ასიათასობით ლარს აჭარბებს. ყველაზე მაღალშემოსავლიანი საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე აღმოჩნდა, რომლის წლიურმა მონაგარმა ამ თანამდებობაზე შარშან 323 ათას ლარს გადააჭარბა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ამ საქმეში მთავრობა აუცილებლად უნდა ჩაერიოს.

    მაკა ხარაზიშვილი
    29.03.2014

    ბოლო დღეებში ლარის კურსის საგრძნობი მერყეობა შეინიშნება. ამ დროისთვის 1 დოლარი 1,7477 ლარი ღირს, არადა, გუშინ 1 დოლარი 1,7550 ლარი იყო. ექსპერტები კურსის მცირე მერყეობაში პრობლემას ვერ ხედავენ და აღნიშნავენ, რომ მთავარია, ლარის გაუფასურებამ რამდენიმე თვის წინანდელი ფორმა არ მიიღოს.

    ელზა წიკლაური
    29.03.2014

     "ფადი ასლი, რომელიც საიდანღაც ჩამოვიდა საქართველოში, ვერაფერს გვასწავლის. იგი დღეს იმიტომაა გაღიზიანებული, რომ ხვალ მის მიერ იმპორტირებულ პროდუქციას მარკირება გაუკეთდება და დაეწერება, რომ არის გმო", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას პარლამენტის წევრმა გოგი თოფაძემ. მისივე აზრით, ფადი ასლის განცხადება, თითქოს დღეს სახელმწიფო ბიზნესს პრობლემებს უქმნის, არასერიოზულია, "რადგან პრობლემები ბიზნესს თუ ჰქონდა, ჰქონდა წინა მთავრობის დროს, მაშინ კი ფადი ასლი ხმას არ იღებდა. რატომ? იმიტომ, რომ პრივილეგირებულ მდგომარეობაში იყო".

    მაკა ხარაზიშვილი
    28.03.2014

    რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ევროპაში ალტერნატიულ ენერგეტიკულ წყაროებზე ისევ აქტიური საუბარი დაიწყო. ამჯერად, რუსეთის ალტერნატივად ემბარგოდადებული ირანი განიხილება. ჯერ კონკრეტული მარშრუტები განსაზღვრული არ არის, საუბარი ვერსიებს არ გასცილებია, თუმცა ნებისმიერი პროექტის ამოქმედების შემთხვევაში, საქართველო მოგებული დარჩება, ვინაიდან ახალმა მილსადენმა სწორედ ჩვენი ქვეყანა უნდა გადაკვეთოს.

    ელზა წიკლაური
    28.03.2014

    მთავრობამ თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის დროებითი კონსერვაციის გადაწყვეტილება მიიღო. ცნობილია, რომ ხაზის მშენებლობა 18 თვის განმავლობაში შეჩერდება და მხოლოდ მას შემდეგ განახლდება, როდესაც აღნიშნულ პროექტზე მომუშავე ჩინური კომპანია ახალ, გაუმჯობესებულ ვარიანტს წარადგენს. როგორც "საქართველოს რკინიგზაში" ამბობენ, ამის შემდეგ კომპანიას ხაზის მშენებლობის დასრულებისთვის კიდევ 18 თვე მიეცემა.

    მარი ჩიტაია
    27.03.2014

    ხე-ტყის დამზადების ხუთწლიან ლიცენზიებს ვადა წლის ბოლოს ეწურება. ასეთი, ქვეყნის მასშტაბით, სულ 25 ლიცენზიაა. მეწარმეების მიერ გატარებულ ღონისძიებებსა და სალიცენზიო პირობებთან მათ შესაბამისობას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი შეისწავლის. დეტალური შემოწმება მაისიდან დაიწყება.

    ელზა წიკლაური
    27.03.2014

    საქართველომ უახლოეს მომავალში, შესაძლოა, მტკნარი წყლის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნის სტატუსი მიიღოს. ერთ-ერთი პირველი, სადაც დიდი რაოდენობით წყლის გატანა მოხდება, ირანი იქნება. ეს საკითხი სამთავრობოთაშორისი უწყებების დონეზე უკვე გადაწყვეტილია. დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანას 18 მლრდ კბ/მ მტკნარი წყლის მარაგი აქვს, საიდანაც მხოლოდ 5%-ია ათვისებული.

    მაკა ხარაზიშვილი
    27.03.2014

    სულ ტყუილი გამოდგა მთავრობის პროგნოზი, რომ ინფლაციის ზრდა ექსპორტის დიდ სტიმულირებას მოახდენდა, პირიქით, ექსპორტის ნაცვლად, იმპორტი წახალისდა და შთამბეჭდავადაც. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, იანვარ-თებერვალში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გაუარესდა. სპეციალისტების განცხადებით, მონაცემების ასეთი მერყეობა კარგა ხანს გაგრძელდება.

    მარიამ აფციაური
    27.03.2014

    ავიაკომპანიების ნაწილი აცხადებს, რომ უკრაინის მოვლენებმა მგზავრთა ნაკადზე უარყოფითად იმოქმედა. სხვაობა არც ისე დიდია, მაგრამ 10-15%-ით მაინც არის შემცირებული. რაც შეეხება რეისების რაოდენობას, იგივეა შენარჩუნებული. ამ ინფორმაციას გარკვეულწილად ადასტურებენ ტურიზმის ასოციაციაშიც.

    მაკა ხარაზიშვილი
    26.03.2014

    "პანორამა - თბილისი", "მტკვარიჰესი", ცხენისწყლის კასკადი, რძის გადამამუშავებელი საწარმო - ეს ის პროექტებია, რომელიც თანაინვესტირების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდება. პროექტების ღირებულება 1,3 მილიარდი დოლარია. აქედან, ყველაზე მასშტაბური თანხა - ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი - "პანორამა თბილისისთვის" დაიხარჯება.

    ელზა წიკლაური
    25.03.2014

    2013 წლის იანვარ-თებერვალში კომერციული ბანკების მოგება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 85%-ით გაიზარდა. თუ შარშან იანვარ-თებერვალში ბანკების მოგება 42,3 მლნ ლარი იყო, წელს ამ ციფრმა 78,09 მლნ ლარი შეადგინა. კომერციული ბანკების თითქმის გაორმაგებულ მოგებას ექსპერტთა ერთი ნაწილი ბანკების პორტფელის რაციონალურად მოწყობას უკავშირებს. მეორე ნაწილი კი თვლის, რომ ბანკების მოგების გაზრდა ინფლაციამ და სავალუტო რყევებმა გამოიწვია.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×