სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "საბოლოო ჯამში, ლარის კურსი და საერთაშორისო ფასი განსაზღვრავს ნავთობპროდუქტების ფასს ადგილობრივ ბაზარზე"
    მარი გოცირიძე
    27.05.2019

     საერთაშორისო ბაზრებზე საწვავის ფასი მატულობს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ევროპულ ბაზრებზე ნავთობპროდუქტების გაძვირების ტენდენცია გრძელდება. ფასების ზრდას განაპირობებს მიმდინარე ეტაპზე რამოდენიმე ფაქტორი. მათ შორის, შეერთებული შტატების მიერ ირანისა და ვენესუელის მიმართ დაწესებული სანქციები, რამაც კონკრტული შედეგები უკვე გამოიღო.

    ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილის ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში "პრემიუმის" მარკის ბენზინის საშუალო ფასი გაიზარდა 0,02  ევროთი 1 ლიტრზე და საშუალოდ შეადგენს 1,32 ევროს ლიტრზე.

    ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, ნორვეგიასა და ისლანდიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს.  

    კერძოდ, ნიდერლანდებში "პრემიუმის" მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,85 ევროს, "სუპერის" მარკის ბენზინი 1,92 ევრო ღირს, ხოლო დიზელის საწვავი - 1,50 ევროდ იყიდება. ნორვეგიაში "პრემიუმის" მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს  1,80 ევროს, "სუპერის" მარკის ბენზინი - 1,90 ევრო ღირს, დიზელის საწვავის ფასი კი 1,66 ევროა; რაც შეეხება ისლანდიას, "პრემიუმის" მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს  1,72 ევროს, დიზელის საწვავი - 1,66 ევროდ იყიდება; 

    ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში, სადაც "პრემიუმის" მარკის ბენზინის ფასი - 0,64 ევროა, "სუპერის" მარკის ბენზინი 0,74 ევროდ იყიდება, დიზელის საწვავი კი 0,63 ევრო ღირს. 

    ასევე უნდა აღინიშნოს საწვავის ფასი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, კერძოდ:

    სომხეთში 1 ლიტრი "პრემიუმის" ფასი შეადგენს 0,82 ევროს, "სუპერის" - 0,86 ევროს, ხოლო დიზელის საწვავის ღირებულება 0,80  ევროა აზერბაიჯანში `პრემიუმის~ მარკის ბენზინის ფასი - 0,79 ევროა, "სუპერის" მარკის ბენზინი - 0,84 ევრო ღირს; დიზელის საწვავის ფასი კი 0,32 ევროს შეადგენს; 

    უკრაინაში "პრემიუმის" მარკის  ბენზინი 1,03 ევროდ იყიდება, "სუპერი" - 1,07 ევროა, ხოლო დიზელის საწვავი 1,02 ევრო ღირს; 

    რაც შეეხება თურქეთს "პრემიუმის" მარკის  ბენზინის ფასი 1,04 ევროა, "სუპერის" მარკის ბენზინი - 1,04 ევრო ღირს, დიზელის საწვავი კი 0,95 ევროდ იყიდება. 

    მოლდოვაში "პრემიუმის" მარკის ბენზინის ფასი 0,97 ევროს შეადგენს, "სუპერი" - 1,02 ევრო ღირს, ხოლო დიზელის საწვავი 0,88 ევროდ იყიდება. 

    ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის ინფორმაციით, ევროპულ ბაზრებზე ნავთობპროდუქტების გაძვირების ტენდენცია გრძელდება. ფასის ზრდას განაპირობებს მიმდინარე ეტაპზე რამდენიმე ფაქტორი. მათ შორის, შეერთებული შტატების მიერ ირანისა და ვენესუელის მიმართ დაწესებული სანქციები, რამაც წარმოების შემცირება გამოიწვია.

    ,,საერთაშორისო ბაზარზე გავლენას ახდენს ირანის ფაქტორი, რადგან ექსპორტი მნიშვნელოვნად არის შემცირებული. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლების განმავლობაში ექსპორტი მინიმალურ ნიშნულზეა დასული. გარდა ამისა, ირანის წინაარმდეგ აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციები უკვე რეალურად მოქმედებს. მათ შორის, ჩინეთმა, ინდოეთმა და მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ უარი განაცხადა ირანული ნავთობის შესყიდვაზე. 

    გარდა ამისა, ცნობილია ვენესუალაში არსებული ვითარებაც, აშშ-ს აქვს დაწესებული ასევე ვენესუელას სახელმწიფო ნავთოკომპანიაზე, გარდა ამისა, ქვეყნის შიგნით პოლიტიკური კრიზისია და ფასზე ესეც მოქმედებს. როგორც ცნობილია, წარმოება ლიბიასა და ერაყშიც შემცირებულია. ზოგადად აღლო აღმოსავლეთში კრიზისული ფონია, რაც ნავთობპროდუქტების მაღალ ფასს განაპირობებს, ამიტომ გვაქვს ასეთი ვითარება", - აცხადებს მთვრალაშვილი.

    რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, დღეისათვის საწვავის საშუალო საცალო ფასები საქართველოს  ქსელში ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს: "რეგულარის" ტიპის ბენზინი - 2,38 ლარი 1 ლიტრაზე, "პრემიუმი"- 2,48 ლარი 1 ლიტრაზე, "სუპერი" ტიპის ბენზინი - 2,58 ლარი, ევრო დიზელის საწვავი - 2,55 ლარი. არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე ფასები ბრენდირებულთან შედარებით საშუალოდ 15-20 თეთრით უფრო იაფია.

    საგულისხმოა, რომ ქართულ ბაზარზე გავლენა ლარის კურსმა და ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასმა მოახდინა.

    ,,საბოლოო ჯამში, ლარის კურსი და საერთაშორისო ფასი განსაზღვრავს ნავთობპროდუქტების ფასს ადგილობრივ ბაზარზე. ჯერჯერობით სახეზეა საერთაშორისო ფასების ზრდა, რომელიც დაკავშირებულია ერთ კონკრეტულ მიზეზთან. ლარის კურსს ვაკვირდებით, რაც ადგილობრივი ბაზრისთვის ნეგატიური მოვლენაა. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ საწვავის გაძვირდეს. 

    დაახლოებით 40 დღის განმავლობაში ფასები საშუალოდ 20 თეთრითაა გაზრდილი, რაც უკავშირდება ფასების ზრდას საერთაშორისო ბაზრებზე და შესაბამისად, "პლატცის" მიხედვითაც მოხდა კორექტირება. პარალელურად ლარიც უფასურდება და ეს იწვევს იმას, რომ უახლოეს დღეებში რიგი კომპანიების მხრიდან მოხდება ფასების კორექტირება ზრდის მიმართულებით", - აცხადებს მთვრალაშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved