თამთა ჩაჩანიძე
16.05.2025

გახარიას პარტიას სხდომების ნახევარზე მეტი უკვე გაცდენილი აქვს და პროცედურულად ახლა პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს მისი 12 მანდატის ბედი. ყოფილი პრემიერის პოლიტიკურ ძალას ცესკო-ში სია არ ჩაუხსნია და შესაბამისად, პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" მათი ადგილმონაცვლეების უფლებამოსილება ცნოს.

თამთა ჩაჩანიძე
16.05.2025

ხელისუფლება ალტერნატიული არჩევნების ჩატარების ბურჭულაძისეულ ვერსიას არასერიოზულს უწოდებს და აცხადებს, რომ დარეკვა პრობლემა არაა, უბრალოდ ეს არჩევნები ვერ იქნება. ამასთან, "ოცნებაში" დასძენენ, რომ ტელეფონით ჩატარებული არჩევნები მსოფლიოში არავის გაუგია, თავად ინიციატორების მტკიცებით კი ამის პრეცედენტი ესტონეთში იყო.

მარიამ ვეკუა
16.05.2025

ოპოზიციის ნაწილი ახალ ერთობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ალტერნატიული არჩევნების გასამართად უკვე აქტიური მზადება დაწყებულია, მმართველ პარტიაში კი ოპოზიციის ინიციატივას უტოპიად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ „ტელეფონით არჩევნები დედამიწის ზურგზე არავის გაუგია". აღნიშნავენ, რომ ოპოზიციის ნებისმიერი გაერთიანება მხოლოდ ახალი ფანჩატური იქნება.

თამთა ჩაჩანიძე
15.05.2025

„ქართული ოცნების" კრიტიკას, რომ დიპლომატიური კორპუსის ნაწილი უხეშად ერევა შიდაპოლიტიკურ საქმიანობაში, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის ვრცელი პოსტი მოჰყვა, სადაც ხელისუფლებას პირდაპირ მოუწოდებს, რომ „გასცდეს რიტორიკის ფარგლებს და ქმედითი ნაბიჯები გადადგას ანტიქართული ქმედებების ასალაგმად". შათირიშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ადამიანია, ხშირად წინასწარ აჟღერებს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც შემდგომ რეალურ პოლიტიკაში გადაითარგმნება-ხოლმე. ამიტომ, გასაგებია, რომ ამ ტექსტმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

ნატალია ჯვარიძე
15.05.2025

ცოტა ხნის წინ მომხდარ დიდ საკადრო ცვლას მთავრობაში, რასაც ექსპრემიერი ღარიბაშვილი, სუს-ის უფროსი ლილუაშვილი და აჭარის მეთაური რიჟვაძე შეეწირენ, უფრო დაბალ იერარქიაში შედარებით მცირე მასშტაბის საკადრო გადათამაშება მოჰყვა. პრაქტიკა, როცა პოლიტიკური რანგის თანამდებობის პირების მოხსნას მთელი ვერტიკალის ცვლა მოჰყვება-ხოლმე, პრემიერ კობახიძის გუნდი ზედმიწევნით იმეორებს.

ნატალია ჯვარიძე
15.05.2025

„ოცნების" მიერ გამოქვეყნებული განცხადება აშშ-ის მიმართ, აშკარად გამლანძღველი ფორმულირებითაა შედგენილი. მე ვეთანხმები ოპოზიციის აზრს, რომ ხელისუფლება აშშ-სთან ვა-ბანკზე მიდის, მაგრამ თვითონ ქართული ოპოზიცია არამდგრადია", - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.

თამთა ჩაჩანიძე
15.05.2025

ევროსაბჭოსთან, რომელიც საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად იანვარში დატოვა, ურთიერთობები მას შემდეგ ცოტა დათბა, თუმცა მისი გენმდივნის ბოლო განცხადება ყველაფერ ამას ხაზს უსვამს და სიტუაციას ისევ კონფრონტაციის რეჟიმში აბრუნებს. არადა, ორიოდე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამავე ორგანიზაციის პრეზიდენტს საკმაოდ კონსტუქციულ კონტექსტში შეხვდა, რაც ერთგვარი ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლეოდა.

ნატალია ჯვარიძე
14.05.2025

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული „მეგობარი აქტის" საპასუხოდ, საქართელოს პარლამენტმა 14 მაისს საგანგებო განცხადება მიიღო. პარლამენტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ აქტს საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების, მათ შორის საქართველოს პარლამენტის მიმართ უაღრესად მტრული აქტად აფასებს. ოპოზიცია კი „ოცნების" მხრიდან ამერიკასთან ვა-ბანკზე წასვლაზე საუბრობს.

თამთა ჩაჩანიძე
14.05.2025

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ოპოზიცია დიდი აქცია-მსვლელობისთვის ემზადება, რაშიც ჩართულია მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის „26 მაისის კომიტეტი", ოპოზიციური ფლანგი და არასამთავრობო სექტორი, თუმცა ჯერჯერობით ზუსტი ლოკაცია უცბნობია. ღონისძიებების გეგმა დაამტკიცა საქართველოს მთავრობამაც და პრემიერი ირაკლი კობახიძე კი ოპოზიციას მოუწოდებს „ფეხი არ დაუცდეთ"" თავის მხრივ ოპოზიციაში ეს მუქარად აღიქვეს და საპასუხო განცხადებები გააკეთეს.

მარიამ ვეკუა
14.05.2025

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ევროკავშირი დღესაც მუშაობს საქართველოში „ძალადობაზე პასუხისმგებელი პირებისთვის" პერსონალური სანქციების მიღებაზე, თუმცა ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს შორის ერთსულოვნება ისევ არ არის. მისივე თქმით, გრძელდება მუშაობა საქართველოსთვის პრივილეგირებული მდგომარეობის გადახედვაზეც. უნდა ელოდონ თუ არა „ოცნების" მაღალჩინოსნები პერსონალური სანქციების ახალ პაკეტს ევროკავშირისგან უახლოეს მომავალში და ჩამოერთმევა თუ არა მინიჭებული პრივილეგიები საქართველოს ევროკავშირისგან?

თამთა ჩაჩანიძე
13.05.2025

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ღია წერილს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსისადმი, როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი გამოხმაურება მოყვა. ანალიტიკოსები საქართველოს ხელისუფლების ასეთ არაორდინალურ ნაბიჯს აშშ-ის კონგრესში „მეგობარი აქტის" მიღებასა და იგივე საკითხის კონგრესში განხილვის მოახლოებას უკავშირებენ. მათივე ვარაუდით, წერილი უპასუხოდ არ დარჩება და სწორედ ამ პასუხზე იქნება დამოკიდებული საქართველოს საგარეო პოლიტიკაც და ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური სიტუაციაც.

თამთა ჩაჩანიძე
13.05.2025

13 მაისს პარლამენტმა მესამე მოსმენით კენჭი უყარა და კანონის დონეზე დაფუძნდა საქართველოს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი. დადგენილი წესის თანახმად, დეპარტამენტი აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა რგოლის გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს. ანალოგიური სახელწოდების დეპარტამენტი აშშ-ის სახელმწიფო ადმინისტრაციაში დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ შეიქმნა და მისი ხელმძღვანელი ტრამპთან დაახლოებული მილიარდერი ილონ მასკი გახდა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×