თამთა ჩაჩანიძე
09.06.2025

მმართველი პარტიის კიდევ ერთი გზავნილი გეოპოლიტიკურ კონტექსტში - "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ იმ მცემულობაში, რაც დღესაა, მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის დამოუკიდებლობაა - "დამოუკიდებლობა ყველასგან". მისი თქმით, "სხვა გზა არ არსებობს".

თამთა ჩაჩანიძე
09.06.2025

"ნაციონალური მოძრაობა" ადგილობრივ არჩევნებში ჩაბმას კატეგორიულად გამორიცხავს, მეტიც, მიაჩნია, რომ ეს იქნება "ბიძინა ივანიშვილთან გარიგება და სპეცოპერაციაში ჩაბმა". კვლავ ბოიკოტშია "კოალიცია ცვლილებებისთვის". რაც შეეხება "ძლიერ საქართველოს" და "გახარია საქართველოსთვის" ისინი მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობას ბრძოლის ნაწილად მიიჩნევენ.

ნატალია ჯვარიძე
09.06.2025

„მინდა საზოგადოებას მოვუყვე, რა მოხდა ჩემი მეუღლის მიერ ვიდეოს ჩაწერამდე - მას ღამით ჩაუსაფრდა 5 ნიღბიანი და გაიტაცეს, 8 საათის განმავლობაში ახორციელებდნენ მასზე ზეწოლას",- ასე ეხმაურება „ნაც.მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა მისი მეუღლის ვიდეომიმართვას, სადაც ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.

თამთა ჩაჩანიძე
08.06.2025

"ქართული ოცნება" დასავლელ პარტნიორებთან ისევ წერილობით ურთიერთობს და დიპკორპუსის წარმომადგენლების მისამართით გზავნილებს კვლავ "ეპისტოლურ ჟანრში" აჟღერებს. 7 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარის კიდევ ერთი ვრცელი წერილი გავრცელდა, სადაც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ დიპლომატია გამოიყენება არა, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ინსტრუმენტი, არამედ, როგორც "პროპაგანდის, შიდა საქმეებში ჩარევისა და ხელისუფლების გარედან შეცვლის საშუალებადაც კი".

მარიამ ვეკუა
07.06.2025

სპეციალური სამხედრო ოპერაციისას რუსეთთან ერთად მებრძოლი აფხაზეთის 70-ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა" , - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოლეგ ბარციცმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში 7 ივნისს განაცხადა, ერთი დღით ადრე კი ბარციცი რუსეთის საგარეო საქმეთა მინსიტრს მოსკოვში ეახლა, სადაც ყურადღება უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითებზე გამახვილდა.

თამთა ჩაჩანიძე
07.06.2025

ბოიკოტში მყოფი ოპოზიცია, ადგილობრივ არჩევნებში ჩართვის მომხრეებს პირდაპირ ეთერში დებატებს სთავაზობს - "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ "ძლიერი საქართველოს" ლიდერ მამუხა ხაზარაძეს საჯაროდ მიმართა, რომ მზადაა პირდაპირ ეთერში პუნქტობრივად დაასაბუთოს რატომ ემხროობა მუნიციპალური არჩევნების ბოიკოტს.

თამთა ჩაჩანიძე
06.06.2025

ფრაქცია "ქართული ოცნება" მოქალაქეებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული უხამსი გამონათქვამების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროში უჩივის იმ კანონის საფუძველზე, რომელიც 2025 წლის თებერვლიდან ამოქმედდა. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ესაა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, პროტესტანტები კი აცხადებენ, რომ ამის მერე „უფრო მეტ წინააღმდეგბას მიიღებენ".

ნატალია ჯვარიძე
06.06.2025

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ოლეგ ბარციცს ახალ „თანამდებობაზე" წარმატება უსურვა და განაცხადა, „ჩვენი ქვეყნები არიან მოკავშირეები მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, ახლა ვქმნით უსაფრთხოებისა და თავდაცვის ერთიან სივრცეს". ანალიტიკოს გია აბაშიძის შეფასებით, მოსკოვი აგრძელებს ჩვეულებრივ თამაშს, რასაც წლების განმავლობაში აკეთებდა.

ნატალია ჯვარიძე
06.06.2025

ანა დოლიძემ კოალიცია „ძლიერი საქართველო" დატოვა. როგორც თვითონ წერს, დამოუკიდებელ საქმიანობას უბრუნდება. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კოალიცია ალეკო ელისაშვილის პარტია „მოქალაქეებმაც" დატოვოს. ისინი არც იმას გამორიცხავენ, რომ სხვა გაერთიანებებსაც იგივე ბედი ეწიოთ.

მარიამ ვეკუა
06.06.2025

აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის პენსიაზე გასვლის შესახებ 6 ივნისს მოულოდნელად გაკეთებულმა განცხადებამ საქართველოში განსხვავებული პოლიტიკური ინტერპრეტაციები გამოიწვია: ოპოზიცია აცხადებს, რომ ელჩის წასვლა მოცემულობას არ ცვლის და არც აშშ-ის მხრიდან „ხისტი პოლიტიკის" გატარებას არ გამორიცხავენ, ხოლო „ქართული ოცნება" დანიგანს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის საკუთარი შესაძლებლობების სათანადოდ არგამოყენებლობას მიაწერს და ვარაუდობს, მისი წასვლა შეიძლება ტრამპის წერილის გაუვრცელებლობას უკავშირდებოდეს.

ნატალია ჯვარიძე
05.06.2025

რუსეთიდან ისევ ისმის ბრალდებები, თითქოს უცხოური ძალები ცდილობენ „ოცნების" ხელისუფლების დამხობას და ამისთვის ძალისხმევას არ იშურებენ. საგარეო დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთს „ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან ჩამოშორების მიზნით ბრძოლის ახალი რაუნდის დაწყება სურს. ევროპული კვლევების დირექტორი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ „ერთი სიტყვით შეიძლება ვთქვათ, ეს არის პროვოკაცია და მეტი არაფერი".

ნატალია ჯვარიძე
05.06.2025

ამ ხელისუფლებას ასეთი რაღაცეებით ვერ ჩამოაგდებენ და თუ ასე გააგრძელეს, პროტესტიც მინავლდება და მთავრობა ლეგიტიმურობას გაიმყარებს, განაცხადა პოლიტოლოგმა იგორ კვესელავამ ადგილობრივი არჩევნების მიმართ ოპოზიციის დამოკიდებულების კომენტირებისას. საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას კი ამბობს, რომ, მისი აზრით, „ოცნება" და ამერიკა ერთად ვერ მოძოვენ და შეიძლება საქართველოზე პრეზიდენტმა ტრამპმა ისეთი განცხადებები გააკეთოს, რაც თბილისში არ მოეწონებათ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×