თამთა ჩაჩანიძე
14.10.2023

უახლოეს რამდენიმე კვირაში, შეიძლება მსოფლიო კიდევ ერთი დიდი ომის წინაშე აღმოჩნდეს - ამერიკული მედიის ცნობით, აშშ-ის სალმწიფო მდივნმა ენტონი ბლინკენმა დახურული საიბრებისას კონგრესმენთა ჯგუფს განუცხადა, რომ არსებული მონაცემებით, უახლოეს კვირებში შესაძლოა აზერბაიჯანი სომხეთში შეიჭრას. საუბარია სომხეთის სამხრეთში მდებარე სიუნიკის რეგიონზე, სადაც აზერბაიჯანს ნახიჭევანთან დამაკავშირებელი სახმელეთო გზის (ზანგეზურის კორიდორი) გაჭრა სურს. ანალიტიკოსთა შეფასებით, ბაქოს ეს ნაბიჯი რეგიონისთვის და მათ შორის საქართველოსთვის სრულიად დამანგრეველი აღმოჩნდება, რადგან ეს იქნება არა სამხრეთ კავკასიის ორი სახელმწიფოს, არამედ ორი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის დაპირისპირება. ამ დაპირისპირებაში საქართველოს პერსპექტივა კი მეტად არასახარბიელოა.

ელზა პაპოშვილი
13.10.2023

 კეზერაშვილთან 3-დღიანი შეხვედრების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და პარტიის მენეჯმენტი კვიპროსიდან დაბრუნდნენ. ადასტურებენ, რომ შეხვედრები გაიმართა პარტიის დამფინანსებელთან, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ. რაც შეეხება ნიკა გვარამიას საკითხს, ჩაანაცვლებს თუ არა ის ხაბეიშვილს პარტიის თავმჯდომარის პოსტზე, ამას თავად ხაბეიშვილი ამბობს, რომ მანდატი 2025 წლამდე აქვს. 

თამთა ჩაჩანიძე
13.10.2023

საკონსტუტუციო სასამართლო ორშაბათს იტყვის, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია. ოპოზიციას მოლოდინი აქვს, რომ სასამართლო სალომე ზურაბიშვილს გაამტყუნებს, მეტიც ნაწილი იმასაც ფიქრობს, რომ „ოცნება" პარლამენტში საჭირო რაოდენობის- მინიმუმ 100 - ხმას მოაგროვებს, „ეჭვიმატინილი „ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები არიან". მმართველ პარტიას არ აქვს იმის მოლოდინი, რომ „კენჭისყრისას ტაბლოზე 90 ხმაზე მეტი დაჯდეს".

თამთა ჩაჩანიძე
13.10.2023

რუსეთი ოჩამჩირეში ბაზას უკვე ამაგრებს, როგორც „რეზონანსს" კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ეუბნება, ბაზა ისედაც გამზადებული ჰქონდა რუსეთს და დაანონსება მორიგი ფარსი იყო. მისი ინფორმაციით, მალე ბაზაზე რუსული ძალები განთავსდებიან და ქართულმა მხარემ საერთაშორისო საზოგადოებას უფრო აქტიურად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია.

ია აბულაშვილი
13.10.2023

„როგორ დალაგდებიან პოლიტიკური პარტიები ან როგორ აპირებს ესა თუ ის პოლიტიკური ჯგუფი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლას, ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში გახდება ცნობილი. შეიძლება ნიკა გვარამიამ ხაბეიშვილი ჩაანაცვლოს, ან ოპოზიციას ჩაუდგეს სათავეში," - ამბობს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა ოპოზიციაში შექმნილ ვითარებზე. „რეზონანსი" პოლიტოლოგს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.

ელზა პაპოშვილი
12.10.2023

აპირებს თუ არა გიორგი გახარიას პარტია მამუკა ხაზარაძის „ლელოსთან“ გაერთიანებას? - როგორც კულუარულად ხდება ცნობილი, შესაძლოა  წინასაარჩევნოდ ამ ორმა პოლიტიკურმა ძალამ ალიანსი გადაწყვიტოს. ამაზე მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გამორიცხული არაფერია, რადგან მათთვის პრინციპულობაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური თამაშებია. ამიტომ, ისინი ამ პარტიების გაერთიანებას ელიან. 

თამთა ჩაჩანიძე
12.10.2023

შარშან საკმაოდ უსამართლოდ მოგვექცნენ - ჩვენ, ჩვენს ქვეყანას და ამას თავისი სახელი დაარქვა ბატონმა ვიქტორმა ბუდაპეშტში. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მაქსიმუმი გავაკეთეთ,საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ვინაიდან ეს არის ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის არჩევანი - ამის შესახებ წინანდალში პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრელ კოლეგა ვიქტორ ორბანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

თამთა ჩაჩანიძე
12.10.2023

მმართველი პარტია აცხადებს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის საქართველოში წარმომადგენლობითი დელეგაციით ვიზიტი ქართველი ხალხის ცალსახა მხარდაჭერაა ევროპულ გზაზე. „ოცნების" ოპონენტები კი მას აკრიტიკებენ და არ იზიარებენ მოსაზრებას, რომ ის ევროკავშირში საქართველოს მთავარი ლობისტია. აღნიშნულზე ანალიტიკოსთა შეფასებებიც ურთიერთსაწინააღმდეგოა.

თამთა ჩაჩანიძე
11.10.2023

მსოფლიო ორი მასშტაბური ომის წინაშეა, რომელთა დასრულების თარიღებზე პროგნოზის გაკეთება სპეციალისტებს განსაკუთრებით უჭირთ, სულ ცოტა ხნის წინ კი კავკასიის რეგიონში სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის კიდევ ერთი მძლავრი „აფეთქება" ვიხილეთ, რამაც სიტუაცია რეგიონში კარდინალურად შეცვალა. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, მსოფლიოს ახალი წესრიგის ჩამოყალიბებამდე საქართველომ „თავი სიფრთხილით უნდა გაიტანოს", თუმცა ეს უნდა მოხდეს დასავლურ ინსტიტუტებთან თანდათან დაახლოებით.

ია აბულაშვილი
11.10.2023

ქვეყანა საარჩევნო ფაზაში შედის, პოლიტიკური ძალები ემზადებიან საარჩევნო კამპანიისთვის - ანალიტიკოსთა მოლოდინია, რომ უახლოეს პერიოდში პოლიტიკურ სპექტრში რადიკალური ცვლილებები მოხდება, თუმცა, როგორ დალაგდებიან პოლიტიკური პარტიები, ან როგორ აპირებს ესa თუ ის პოლიტიკური ჯგუფი 2024 წლის არჩევნებისთვის ბრძოლას, პროგნოზის გაკეთება უჭირთ.

თამთა ჩაჩანიძე
11.10.2023

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის თბილისში ვიზიტის ოფიციალური ნაწილი ოთხშაბათს დილით დაიწყო, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ვიქტორ ორბანს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დახვდა, რის შემდეგაც მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში მათი პირისპირ შეხვედრაც შედგა.

თამთა ჩაჩანიძე
11.10.2023

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს მოუწოდა, რომ ისრაელის სამხედრო დაფინანსებასთან დაკავშირებით გადაუდებელი დამატებითი ზომები მიიღონ - ვაშინგტონიდან ისრაელში ამერიკული საბრძოლო მასალით დატვირთული პირველი თვითმფრინავი უკვე დაეშვა. ამის პარალელურად კი, უკრაინის ფრონტზე სიტუაცია კვლავ მწვავეა, რაც სამხედრო სპეციალისტების აზრით, დამატებით სამხედრო დახმარებას საჭიროებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×