თეონა ვეშაგური 15.08.2022
ჯანდაცვის ექსპერტების მოსაზრებით,შესაძლოა, მიმდინარე და მომავალ კვირას კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების პიკი იყოს. „ახალი ეფექტური ვაქცინის შექმნამდე კვლავ გვექნება კოვიდ-19-ის ტალღები, ახლა ამაზე მუშაობენ წამყვანი სპეციალისტები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ვირუსი შესუსტებულია და აღარ იწვევს დიდი რაოდენობით გარდაცვალებას".- ამის შესახებ „რეზონანსთან" ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ ისაუბრა.
|
თეონა ვეშაგური 14.08.2022
დღეს არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, რთულია ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის დადგენილი 12 რეკომენდაციის დათქმულ ვადაში შესრულებაზე საუბარი. ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას. თუმაცა, რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაძლოა 2024 წლის არჩევნებზე „ოცნებამ" ხმების დიდი რაოდენობა დაკარგოს - ასე აფასებენ ექსპერტები მმართველ გუნდში გაკეთებულ განცხადებას, რომ რეფორმებზე მუშაობა გრძელდება და წლის ბოლოს ქვეყანა 12 რეკომენდაციას შეასრულებს.
|
თეონა ვეშაგური 14.08.2022
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მორიგ სხდომამდე, რომელიც 6 სექტემბერს გაიმართება, ევროკავშირმა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოქვეყნდა. ანგარიშში მიმოხილულია საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმები.
|
ელზა პაპოშვილი 13.08.2022
რუსეთის მხრიდან მსოფლიოს ბირთვული შანტაჟი გრძელდება - ზაპროჟიეში მდებარე ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური ისევ საფრთხის ქვეშაა. ის რუსების ხელშია და არავინ იცის მოვლენები როგორ შეიძლება განვითარდეს. „რეზონანსთან“ დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ ზაპოროჟიეს ელექტროსადგური ჩერნობილზე 6-ჯერ მეტი სიმძლავრის სადგურია და ერთ-ერთ ბლოკზე მაინც რომ მოხდეს ის, რაც ჩერნობილში მოხდა, ეფექტი 10-15 ჯერ უფრო უარესი იქნება.
|
თეონა ვეშაგური 13.08.2022
რა მიზანი აქვს მმართველი პარტიიდან წასული დეპუტატების მხრიდან აშშ-ის საელჩოს და პირადად ელჩის საჯარო კრიტიკას და რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ამას შემოდგომაზე დაგეგმილ საპროტესტო აქციებთან - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე საუბრობს. მისი თქმით, აშშ-სა და დასავლეთთან პრობლემები უნდა მოგვარდეს დიპლომატიური გზით და არა ელჩთან საჯარო დაპირისპირებებით.
|
ელზა პაპოშვილი 12.08.2022
ბოლო ერთ თვეში რუსეთის არმიის შეტევის ტემპი უკრაინაში რადიკალურად შესუსტდა და ოკუპანტები წინ წაწევას ვეღარ ახერხებენ. ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, რუსებმა გარკვეული წინსვლა მხოლოდ ბახმუტის მიმართულებით მოიპოვეს. თუმცა მასშტაბი აქაც დიდი არ არის, რადგან ერთ თვეში მხოლოდ 10 კილომეტრით წაიწიეს. სხვა ადგილებში ან საერთოდ ვერ წაიწიეს წინ, ან მაქსიმუმ 3 კილომეტრით. ბრიტანელები ამბობენ, რომ ამის მიზეზი ბრძოლისუნარიანი შენაერთების დეფიციტია.
|
ელზა პაპოშვილი 12.08.2022
მას შემდეგ, რაც მმართველი ძალის ყოფილი წევრები ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობებზე საუბრობენ და „ოცნებიდან“ წასული 4 დეპუტატი ირწმუნება, რომ ეს ყველაფერი ოპოზიციის მხრიდან ამერიკის საელჩოსთან იყო შეთანხმებული, ისმება კითხვა, საიდან აქვთ ამ ადამიანებს მსგავსი ინფორმაცია და რაზე დაყრდნობით იშვერენ ხელს ელჩის მისამართით? ხომ არ გამოიწვევს ეს ორ ქვეყანას შორის დაძაბულობას და რატომ ხდება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მისამართით მსგავსი ბრალდებების გაჟღერება? ამ თემაზე „რეზონანსი“ ანალიტიკოს გია აბაშიძე ესაუბრა.
|
ია აბულაშვილი 12.08.2022
დღეს საქართველოს პოლიტიკური ხსნა არის ის, რომ უნდა შეიქმნას კოალიციური მთავრობა, ეს იქნება ეროვნული თანხმობისკენ გადადგმული ნაბიჯი, სხვა გზას მე ვერ ვხედავ - ასე აფასებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას.
|
ელზა პაპოშვილი 11.08.2022
აპირებს თუ არა ოპოზიცია და ხელისუფლება შემოდგომაზე 12 პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად თანამშრომლობას და როგორ შეიძლება პროცესები განვითარდეს? „ნაციონალურ მოძრაობაში“ 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად „ოცნებასთან“ თანამშრომლობას არ გამორიცხავენ, თუმცა ამის პარალელურად იმუქრებიან, რომ თუკი ხელისუფლება ამ პუნქტებს ჩააგდებს, ხალხს ქუჩაში გამოიყვანენ. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ოპოზიციას შემოდგომისთვის რეალურად სხვა გეგმები აქვს და ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე თანხმობა მხოლოდ პოლიტიკური მანევრია? აქვს თუ არა ოპოზიციას იმის რესურსი, რომ ქვეყანაში მასობრივი და პერმანენტული აქცია მოაწყოს?
|
თეონა ვეშაგური 11.08.2022
ვრცელი წერილის გავრცელების შემდეგ, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრები მედიასთან განცხადებებს აკეთებენ - რა პოლიტიკური შეფასებები კეთდება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.
|
ელზა პაპოშვილი 11.08.2022
შეხვდებიან თუ არა ვოლოდიმერ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტზე? რა სახის გარდატეხვა შეიძლება ამან ომის მიმდინარეობაზე მოახდინოს და აქვს თუ არა ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრას აზრი?
როგორც ცნობილი ხდება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა შემოდგომაზე, ინდონეზიაში „დიდი ოცეულის“ სამიტზე გაემგზავროს, თუკი მას ვლადიმერ პუტინიც დაესწრება.
|
თეონა ვეშაგური 11.08.2022
ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები მწვავეა, თუმცა არ ველი კიდევ უფრო მწვავე შემოდგომას, თუ რა თქმა უნდა, რაიმე არაორდინალური არ მოხდა. როგორც ჩანს, „ოცნებიდან" წასულ დეპუტატებს აღებული აქვთ ანტიდასავლური გეზი, რასაც არ ექნება ხალხის დიდი მხარდაჭერა. საქართველოში არასტაბილური მდგომარეობა აწყობს მხოლოდ რუსეთს, - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|