თამთა ჩაჩანიძე
26.02.2024

ჩვენს ქვეყანას დღეს აქვს მშვიდობა, რომელიც ქმნის საფუძველს შემდგომი წინსვლისთვის და განვითარებისთვის - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 26 თებერვალს მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ამასთან, მთავრობის მეთაურმა საზოგადოებას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები გააცნო, ისაუბრა საბჭოთა ოკუპაციის დღესა და უკრაინა-რუსეთის ომის 2 წლისთავზე და დასძინა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა.

თამთა ჩაჩანიძე
26.02.2024

ოპოზიციურ ფლანგზე საარჩევნო კამპანიაში ახალი პარტია ერთვება - ენმ-ის ყოფილი თავჯდომარე ნიკა მელია მიმდინარე კვირას საკუთარ პარტიას წარადგენს, „ნაცმოძრაობიდან" წამოსული მელიას მხარდამჭერების თქმით, პლატფორმის „მთავარი ამოცანაა, ოპოზიციამ 50+1%-ის შეგროვება შეძლოს". ანალიტიკოსები თანხმდებიან იმაზე, რომ მელიას პარტია „ნაცმოძრაობას" ხმებს აუცილებლად წაართმევს, თუმცა ბევრს არა. თანხმდებიან იმაზეც, რომ იდეოლოგიაც დიდი ალბათობით ის იქნება, რომ პარტია „ევროპისკენ მიდის".

ნაზი ბერიძე
26.02.2024

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამ გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ ჩინეთში 30 დღე დაჰყონ. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" ჩინეთის ნაბიჯს სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელების კონტექსტში განიხილავენ, რაც საქართველო-ჩინეთის ეკონომიკურ ურთიერთობას მკვეთრად გაზრდის.

ელზა პაპოშვილი
25.02.2024

რას აპირებს სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ - დარჩება ქართულ პოლიტიკაშ, დასავლეთში გააგრძელებს თავის პოლიტიკურ კარიერას, თუ საერთოდ წავა აქტიური პოლიტიკიდან? ანალიტიკოსთა შეფასებით, ამაზე წინასწარ საუბარი რთულია, თუმცა თავად პრეზიდენტის ახლანდელი აქტოვობებიდან გამომდინარე, მაინც შესაძლებელია გარკვეული პროგნოზის გაკეთება.

თამთა ჩაჩანიძე
25.02.2024

„ენდიაიმ" (ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისი) 19-25 თებერვლის წინასაარჩევნო მისია დაასრულა და 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემუშავებულ რეკომენდაციები გამოაქვეყნა, სადაც საუბარია როგორც დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სხვა დადებით ტენდენციებზე, ისე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გამოწვევებზე. როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" ამბობს, დასკვნა თითქმის სრულად ასახავს იმ პოლიტიკურ ვითარებას, რაც ქვეყანაშია, თუმცა, საზოგადოებაში ცუდი მოლოდინებია და ტენდენცია შესაძლოა გაუარესდეს.

ნაზი ბერიძე
24.02.2024

ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ამჟამინდელი ხელისუფლების მთავარი მოწინააღმდეგე აღარ არის, რადგან პარტიას არ გააჩნია საკმარისი პოტენციალი და შესაძლებლობა, დაასრულოს „რუსული ოცნების მმართველობა" სახელმწიფოში. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" საუბრისას მომვლენების მსგავს განვითარებას არ გამორიცხავენ, თუმცა ამბობენ, რომ ენმ ჯერჯჰერობით მთავარ ოპოზიციურ პარტიად რჩება.

ნაზი ბერიძე
24.02.2024

სომხური მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უახლოეს მომავალში, შესაძლოა, სომხეთს ეწვიოს. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" ვიზიტის განხორციელებას არ გამორიცხავს, რაც უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს განცხადება ძირითადად მიმართულია რუსეთის გავლენების შესასუსტებლად, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში.

ელზა პაპოშვილი
23.02.2024

„არჩევნების საბოტაჟი არის რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი,“ - ამ განცხადებას პრემიერი ირაკლი კობახიძე აკეთებს და საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს პოზიტიურად აფასებს.

კობახიძე ამბობს, რომ არსებული კანონმდებლობა ჩიხურ სიტუაციას ქმნიდა და უფრო მეტიც, ამბობს, რომ არ გამორიცხავს, არც მეტი არც ნაკლები, ცესკოს თავმჯდომარეზე თავდასხმას. კობახიძემ საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე საუბრისას გააკრიტიკა „ლელო“, რადგან სწორედ ამ ოპოზიციური პარტიის წევრია ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე.

ნაზი ბერიძე
23.02.2024

მორიგ სამუშაო შეხვედრაზე, სადაც ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციას განიხილავდნენ, ვეტინგის სისტემის სასამართლო სისტემაში შემოტანაზე ოპოზიცია და ხელისუფლება ვერ შეთანხმდა. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის თქმით, „ოცნებისთვის" ე.წ. ვეტინგის სისტემის შემოღება მიუღებელია.

ნაზი ბერიძე
23.02.2024

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ ხედავს საკუთარ თავს საარჩევნო კამპანიის პროცესში და რომ უნდა დაველოდოთ მის მოსაზრებებს. ამასთან, როგორც კობახიძე აცხადებს, საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაზე ივანიშვილთან საუბარი ჯერ არ შემდგარა.

თამთა ჩაჩანიძე
23.02.2024

სხვადასხვა გათვლები აქვთ, მაგრამ, ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილი არ გადადგება, რადგან ოპოზიციამ იცის, რომ არჩევნები წაგებული აქვთ. საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების შედეგების დამტკიცებაზე უარს იტყვის და ოპოზიცია ამ ბერკეტს არ დაკარგავს - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა ედიშერ გვენეტაძემ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

თამთა ჩაჩანიძე
23.02.2024

„ნაცმოძრაობა" და მისი სხვადასხვა განშტოება ემზადებიან არა არჩევნების დღისთვის, არამედ იმისთვის, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი დაძაბულობა შექმნან. მათ არჩევნების გზით ხელისუფლებაში მობრუნების საშუალება არ აქვთ და ეს ერთადერთი გზა რჩებათ -რევოლუციური პროცესები",- ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებისას განაცხადა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×