იაგო ნაცვლიშვილი
21.12.2013

 "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომა კვირას გაიმართება, სადაც გადაწყდება, დაუბრუნდება თუ არა უმცირესობა საპარლამენტო მუშაობას, - ეს განცხადება "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა "რეზონანსთან" საუბრისას გააკეთა. იგი ეთანხმება უმრავლესობას და ამბობს, რომ საპარლამენტო ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში უნდა მუშაობდეს.

მაია აბაიაძე
21.12.2013

თბილისის მერის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებენ. საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკურმა გუნდმა წინასწარ იცის, პროკურატურა რა გადაწყვეტილებას მიიღებს.

ნატა გიორგაძე
21.12.2013

 წინასაახალწლოდ გარევაჭრობა დედაქალაქში მდებარე ყველა აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე იქნება შესაძლებელი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, 25 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით მოვაჭრეებს ბაზრის გარეთ საკუთარი პროდუქციის გაყიდვას არავინ აუკრძალავს. ამასთან, თბილისის მერიის ინიციატივით, საახალწლო სოფელი მოეწყობა რიყის ტერიტორიაზეც, სადაც ძირითადად სათამაშოები გაიყიდება.

თაკო მათეშვილი
20.12.2013

დაახლოებით წელიწადნახევარში, შესაძლებელია საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ჰქონდეს - ამ დასკვნამდე მიდიან სპეციალისტები, რომლებიც ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წამოყენებული სამოქმედო გეგმის შესრულებას აკვირდებიან და ამბობენ, რომ პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. 2014 წლის დასაწყისში ამას ევროკავშირის მისიაც შეამოწმებს.

თამთა ვირსალაძე
20.12.2013

 შაჰ-დენიზის ნავთობსადენის მეორე ფაზის დაწყება საქართველოს შანსს აძლევს, დასავლეთისთვის უფრო მნიშვნელოვანი ქვეყანა გახდეს - ასეთია პოლიტოლოგთა აზრი.

მარი ოთარაშვილი
20.12.2013

უკვე ერთი კვირაა, ენგურზე აფხაზური პასპორტებს ჩამორთმევა სისტემატურად ხდება. როგორც გალიდან ადგილობრივები "რეზონანსთან" საუბრისას ამბობენ, "დღეს 3-მა პირმა სცადა ენგურზე საზღვრის გადაკვეთა და აფხაზური პასპორტი სამივეს ჩამოართვეს. ჰკითხეს მიზეზი, მაგრამ ვერაფერი მიიღეს პასუხად. ასევე უპასუხოდ ტოვებენ იმ პირების შეკითხვას, რომლებმაც თავიანთი გვარი და სახელი გალის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის მილიციის განყოფილებებში გაკრულ სიებში იპოვეს. არანაირი პასუხი!" - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას გალელი ქალბატონი.

თიკო ოსმანოვა
20.12.2013

 პოლიტიკური პარტია "ახალი მემარჯვენები" არ გამორიცხავს, რომ მერის არჩევნებზე არასაპარლამენტო ოპოზიცია ერთიანი კანდიდატით წარდგეს, თუმცა თვითმმართველობის კოდექსის საბოლოოდ დამტკიცებამდე მონაწილეობის ფორმასა და ორგანიზაციულ სტრუქტურაზე არაფერს ამბობენ.

იაგო ნაცვლიშვილი
20.12.2013

 "შეთანხმება მიღწეულია მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთან," თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენ ერთად გამოვალთ. სხვა პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრები იყო, რეალური შეთანხმება - არა", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას "ტრადიციონალისტების" ლიდერმა აკაკი ასათიანმა. მისი თქმით, იქნება თუ არა იგი თბილისის მერობის კანდიდატი, ეს საკითხი გადაწყვეტილი არ არის.

რუსიკო მაჩაიძე
20.12.2013

 ჟენევის შეხვედრის მომავალი რაუნდი 25-26 მარტს გაიმართება. უკვე ცნობილია, რომ ამ შეხვედრაზე ეუთოს მხრიდან თანათავმჯდომარეები შვეიცარიელები იქნებიან. ჟენევის შეხვედრა, რომელიც ამ კვირაში გაიმართა, უკრაინის თანათავმჯდომარეობის ქვეშ ბოლო შეხვედრა იყო, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იქნა განხილული, როგორც უსაფრთხოების, ასევე ჰუმანიტარული საჭიროებების მხრივ.

ია აბულაშვილი
20.12.2013

 "დღეს 22 დეკემბერია. მეორე დღეა ოპოზიცია მიტინგს აწყობს მთავრობის სასახლესთან და ცდილობს აიღოს ავტობუსის ჯებირი, ოთხ წყებად რომ შემორკალვია უზენაესი საბჭოს შენობას. დღეს დილის რვა საათიდან, როგორც რადიომ გვაუწყა, ოპოზიციამ სასახლის იერიში დაიწყო. რადიოში სროლის ხმა ისმის. გავედი მანქანით, მაგრამ რუსთაველის ძეგლის იქით არ გამიშვეს და უკან დავბრუდი. ვრეკავ ტელეფონზე იმათთან, ვინც იქვე ახლომახლო ცხოვრობს, მეუბნებიან, რომ უზენაესი საბჭო ალყაშია, რომ ზვიადს წინადადებას აძლევენ, დატოვოს პრეზიდენტის პოსტი და გადადგეს.

თათია ჩაფიჩაძე
20.12.2013

რუსეთი უკრაინასთან დაკავშირებით დროს არ კარგავს და სტრატეგიული პარტნიორის ხელიდან გაშვებას არ აპირებს. ბოლო დღეებში უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ძალთა თანაფარდობის რუსეთისკენ გადახრად აფასებს. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე კი ამბობს, რომ ეს მხოლოდ დროებითი შედეგია, გრძელვადიან პერსპექტივაში კი უკრაინას სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად რუსეთი "არ გამოადგება". თუმცა ყველა მხარე თანხმდება, რომ დასავლეთს უკრაინისთვის მეტის გაკეთება შეეძლო.

ეკა ბასილაია
19.12.2013

 მალხაზ გაგუა

პანკისის ხეობაში შევდივართ, პირველი სოფელი დუისია. სოფლის შესასვლელში პატარა ქისტი გვხვდება მხარზე თოფგადაკიდებული, რაც პანკისზე წინასწარ შექმნილ განწყობას ერთგვარად ეხმიანება კიდეც. თოფი ტირისაა, თუმცა თავიდან ეს არ შეგვიმჩნევია. სოფელში ტირის თოფით კიდევ ბევრი შეგვხვდა, პატარაც და დიდიც...


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×