ნატალია ჯვარიძე
12.11.2024

სოხუმი პარალიზებულია. რუსეთთან საავტომობილო მიმოსვლა შეწყდა. ოპოზიციის მხარდამჭერებს ქალაქიდან გასასვლელი ხიდები ისევ ბლოკირებული აქვთ. დე ფაქტო ხელისუფლება შექმნილი კრიზისული ვითარებიდან გამოსავალს ეძებს. ეს ყველაფერი ორშაბათს საღამოს სოხუმის ცენტრში მომხდარ ინციდენტს მოჰყვა, რომლის დროსაც ოპოზიციის რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ დაძაბულობის პიკი 15 ნოემბერს, დე ფაქტო პარლამენტის სხდომისას იქნება.

თამთა ჩაჩანიძე
11.11.2024

"ჩვენ ვართ ევროპა" - ამ ლოზუნგით პროტესტი 11 ნოემბერს კვლავ გაგრძელდა, შეკრების მთავარი ლოკაცია ისევ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია გახდა. აქციას შეუერთდნენ თბილისში ვიზიტად მყოფი ევროკავშირის რვა ქვეყნის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები, რომლებმაც სპეციალურად გამართული სცენიდან შეკრებილებს მიმართეს, სადაც პროტესტანტებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ელზა პაპოშვილი
11.11.2024

რისთვის ჩამოვიდნენ ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში და რა გეგმა აქვთ მათ ოპოზიციასთან ერთად? როგოც ოპოზიციაში აცხადებენ, EU-ს დელეგაციის ლიდერებს და პროდასავლური ოპოზიციას აქვს ერთიანი გაგება იმაზე “თუ რა ტიპის ზეწოლა უნდა მოხდეს „ქართული ოცნებაზე“ ევროკავშირის მხრიდან“.

თამთა ჩაჩანიძე
11.11.2024

ევროკავშირის დელეგაცია თბილისშია, რვა ქვეყნის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები შეხვდნენ, როგორც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ისე ოპოზიციის ლიდერებს. "ქართულმა ოცნებამ" მათთან აუდიენციაზე უარი თქვა, მიზეზად კი დაასახელა "დელეგაციის ზოგიერთი წევრის არამეგობრული რიტორიკა" და მათთვის მიუღებელი ის პოზიციები, რაც არჩევნების ლეგიტიმაციას უკავშირდება.

ნატალია ჯვარიძე
10.11.2024

11 ნოემბერს თბილისს ევროპის 8 ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების დელეგაცია ეწვევა და ამ მნიშვნელოვან ვიზიტს საქართველოსა და ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერ გერმანიასთან ურთიერთობების გამწვავება დაემთხვა. რა გავლენას მოახდენს ეს ვიზიტი საქართველოშ არსებულ შდა პოლიტიკურ სიტუაციაზე და დასავლეთთან ურთიერთობაზე?

ელზა პაპოშვილი
09.11.2024

რაზე იქნება დასავლეთის მხრიდან 26 ოქტომბრის არჩევნების აღიარება დამოკიდებული? ოპოზიციის საპროტესტო სტრატეგია სწორე იმაზეა აგებული, რომ აშშ-სა ევროპისგან „ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმაცია ვერ მიიღებს. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ საკითხს თავად საქართველოში საპროტესტო მუხტის სიძლიერესთან აერთად ასევე საერთაშორისო გეოპოლიტიკური ვითარება განსაზღვრავს, რომელზეც, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს აშშ-ის საპრეზიდენტო არცევნების შედეგები.

ნატალია ჯვარიძე
09.11.2024

ბუდაპეშტში ევროპული საბჭოს არაფორმალური სამიტი ისე დასრულდა, რომ საქართველოზე საუბარი „ვერ მოასწრეს". თუმცა, 18 ნოემბერს ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან, სადაც, წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ. რას ნიშნავს თავად ის ფაქტი, რომ ევროკავშირის ლიდერებს საქართველოსთან დაკავშირებით დისკუსიის გასამართად დრო არ ეყოთ და რას უნდა ველოდოთ ერთი კვირის შემდეგ ბრიუსელის შეხვედრიდან?

ელზა პაპოშვილი
08.11.2024

ოპოზიციის ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საგარეო ფრონტია და ქვეყნის პარტნიორების საქმის კურში მაქსიმალრად ჩაყენება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ამ მოტივით ოპოზიციის ლიდერები ევროკავშირის ელჩს შეხვდნენ. ორსაათიანი შეხვედრის შემდეგ, ლდერებმა გააკეთეს განცხადება, რა უთხრეს ევროკავშირის ელჩს და რა მოლოდინი აქვთ ევროკავშირის მხრიდან. 

ნატალია ჯვარიძე
08.11.2024

პრემიერ ირაკლი კობახიძის ბუდაპეშტში გამართულ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ოპოზიციონერები აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ კობახიძე ევროპელი ლიდერებისგან გარიყული იყო და მხოლოდ „პრორუს" პოლიტიკოსებს შეხვდა. ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ ეს საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევას ნიშნავს, სხვების აზრით კი, ირაკლი კობახიძე ღირსეულად წარსდგა.

ელზა პაპოშვილი
07.11.2024

რა გეგმა აქვს ოპოზიციას? - მმართველი გუნდის ოპონენტები საარჩევნო დარღვევებზე ინფორმაციის მოგროვებას, საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობასა და დემონსტრაციების გამართვას გეგმავენ. ერთ-ერთი საკვანძო საკითხი ამ გეგმაში, სავარაუდოდ, ახალი პარლამენტის ბლოკირება იქნება. 

ნატალია ჯვარიძე
07.11.2024

„ქართულმა ოცნებამ" უნდა შეცვალოს პოლიტიკა და ამერიკასთან, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, დაახლოებისკენ მიმართული ნაბიჯები გადადგას. თუ არადა, მდგომარეობა შეიძლება კიდევ უფრო მეტად დამძიმდება, აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა. რაც შეეხება საშინაო ამბებს, მიიჩნევს, რომ ხელისუფლება არაფრის დათმობას არ აპირებს. „ერთადერთი გამოსავალია, რას გადაწყვეტს ამერიკა. ყველა იღლება და სუსტდება, გამორიცხული არაა, ოპოზიციური ჯგუფებიც დაიღალონ."

ნატალია ჯვარიძე
07.11.2024

ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე ევროპელი ლიდერები არჩევნების შემდეგ საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ, - ამის შესახებ საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მოსაწვევ წერილშია აღნიშნული, რომელიც მან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს გაუგზავნა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ამ სამიტის ფარგლებში საქართველოს შესახებ სამი მიმართულებით ისაუბრებენ. თუმცა ზოგიერთი ფიქრობს, რომ საბოლოოდ ევროპელ ლიდერებს საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა მაინც მოუწევთ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×