მარიამ ვეკუა
27.01.2025

ევროკავშირის საბჭომ ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამას გარდა იმსჯელეს ასევე უვიზო ახალ არჩევნებსა და პერსონალურ სანქციებზე. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ თითოეული გადაწყვეტილება ქართველი ხალხის დასჯასა და შურისძიებას ემსახურება. „ყველგან ბრიუსელი, არსად ევროპა" - განაცხადა ჟურნალისტებთან პაპუაშვილმა.

თამთა ჩაჩანიძე
27.01.2025

ოპოზიციაში კვლავ დიდ გაერთიანებაზე დაიწყეს საუბარი - "სტრატეგია არმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე პარტიებს და მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, რომ გამოსავალი, რომელიც ამ პროცესს დააჩქარებს "საერთო დიდი პლატფორმის შექმნაა". ოპოზიციის ნაწილში იდეას კრიტიკით შეხვდნენ. ანალიტიკოსები კი აცხადებენ, რომ ასეთი გაერთიანება მოცემულ მომენტში ე.წ. შუაშისტ ამომრჩეველს დააკარგინებს ოპოზიციას.

მარიამ ვეკუა
26.01.2025

27 იანვარს სტარასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიხსნება, სადაც საქართველოს დელეგაციას პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს. „ქართულ ოცნებაში" ელიან, რომ სესიის დროს იქნება ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა. ანალიტიკოსების ვარაუდით, ეს შეიძლება გამოიხატოს საქართველოს დელეგაციისათვის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვით, თუმცა ფიქრობენ, რომ ამაზე, შესაძლოა, წულუკიანის ფაქტორმა იქონიოს გავლენა, რომელსაც გარკვეული კონტაქტები აქვს სტრასბურგში.

თამთა ჩაჩანიძე
26.01.2025

ოკუპირებული აფხაზეთში 15 თებერვალს მორიგი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება და პირველად ხდება, რომ ეს პროცესი რუსეთ-თურქეთის დაპირისპირების კონტექსტში განიხილება. უფრო კონკრეტულად კი, რუსულ მედიაში აქტიურად მიდის საუბარი, რომ ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური კანდიდატის, ადგურ არძინბას უკან თურქეთი და მისი ინტერესები დგას. მეორეს მხრივ კი ამას ემატება ანტისომხური განწყობების მკვეთრი ზრდა აფხაზურ საზოგადოებაში.

თამთა ჩაჩანიძე
25.01.2025

საქართველოში უწყვეტი პროტესტის პარალელურად, ანტისამთავრობო მასშტაბური გამოსვლები სლოვაკეთსა და სერბეთშიც დაიწყო. ქართული ოპოზიციის შეფასებით, ეს მოვლენები ერთმანეთთან კავშირშია, ხალხი პროსუსული რეჟიმების წინააღმდეგ გამოდის და შესაბამისად, საქართველოს მოვლენებიც ამ გლობალური პროცესის ნაწილია. რამდენად რელევანტურია ასეთი შეფასება, თუ ეს ოპოზიციის ახალი მესიჯბოქსია „ქართულ ოცნებასთან" მიმდინარე საინფორმაციო ომში?

თამთა ჩაჩანიძე
24.01.2025

გიორგი გახარია "ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს უპირისპირდება, მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რომ "ივანიშვილმა დაკარგოს ყველაზე ძვირფასი: ფული და ძალაუფლება". აღნიშნული განცხადება გახარიამ თავდასხმის შემდეგ პირველივე ვრცელ მიმართვაში გააჟღერა და თან დასძინა, რომ "დაპირებას შეასრულებს". ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ "ოცნებამ" გახარიას პარტიაც შეიყვანოს გამოსაძიებელ სიაში.

თამთა ჩაჩანიძე
23.01.2025

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის ახალ ადმინისტრაციას სთავაზობს "სუფთა ფურცლიდან განაახლონ ურთიერთობა", რომელსაც საფუძვლად კონკრეტული გზამკვლევი ექნება დადებული, მაგრამ ეს ყველაფერი კობახიძის თქმით, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ "რამდენად მოახერხებს აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, ქვეყანაში ე.წ. „დიფ სთეითის" დამარცხებას".

მარიამ ვეკუა
23.01.2025

ოკუპირებულ აფხაზეთში წინასაარჩევნო მზადებაა, რამდენიმე დღეა კანდიდატები სოფლებში წინასაარჩევნო კამპანიას ინტენსიურად ატარებენ. ვადამდელი არჩევნები 15 თებერვალს გაიმართება. პარალელურად ენერგოკრიზისი გრძელდება - ელექტროენერგია ადგილობრივებს ისევ გრაფიკით მიწოდებათ, ხოლო მარაგი თებერვალში იწურება.

თამთა ჩაჩანიძე
23.01.2025

ევროპელი მარალჩინოსნები ევროპის უსაფრთხოების გაძლიერებაზე ალაპარაკდნენ - გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი უსაფრთხოების "უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღებაზე" საუბრობს, რა შეიძლება იყოს გეგმაში და რა როლი ექნება საქართველოს ევროპის უსაფრთხოების ახალ არქიტეტქურაში?

თამთა ჩაჩანიძე
22.01.2025

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ღიად ასახელებს იმ ქვეყნებს, რომლებიც უკრაინის ნატოში გაწევრიანებას მხარს არ უჭერენ, რომელთა შორის არიან - აშშ, გერმანია, უნგრეთი და სლოვაკეთი. უნდა აღინიშნოს, რომ ბუდაპეშტი და ბრატისლავა, კიევის წინააღმდეგ პოზიციას მუდმივად აფიქსირებდნენ სხვადასხვა გადამწყვეტ მომენტში, რაც ანალიტიკოსებისთვისაც არაა გასაკვირი, თუმცა კითხვებია ამ მხრივ განსაკუთრებით ბერლინზე.

თამთა ჩაჩანიძე
22.01.2025

ქვეყანაში კვლავ უწყვეტი პროტესტია და აქციები პერიოდულად კვლავ ანონსდება. ბოლო წლებში, გაზაფხული პოლიტიკურად განსაკუთრებით აქტიურია და ანალიტიკოსები წელსაც არ გამორიცხავენ, რომ გარდამტეხი აღმოჩნდეს უახლოესი თვეები, ამას ემატება ისიც, რომ გლობალური კუთხით დიდი ცვლილებების მოლოდინია, საქართველო კი ექსპერტების თქმით, გლობალური პოლიტიკის აქტიური ნაწილი გახდა.

თამთა ჩაჩანიძე
21.01.2025

აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მეორე პრეზიდენტობის ვადის პირველი დღიდანვე მოვალეობის შესრულებას აქტიურად შეუდგა. საგარეო კუთხით მის გააქტიურებას ანალიტიკოსები უფრო მოგვიანებით ელიან და აცხადებენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია გავლენას მოახდენს, როგორც ზოგადად მსოფლიოზე, ისე კონკრეტულად საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ პროცესებზე. მანამდე კი როგორც „ქართული ოცნება", ისე ოპოზიცია ცდილობენ დაამტკიცონ, რომ აშშ-ის ახალი ხელისუფლების მოკავშირეები სწორედ ისინი არიან, ან, სულ მცირე, მასთან იდეოლოგიურად თანხვედრაში მოდიან.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×