ია აბულაშვილი
04.12.2019

 "ხელისუფლებამ არ იცის, როგორ უპასუხოს ამ პროცესებს, მიზანი არის მაქსიმალური პოლარიზება და ცდილობს გა-ითამაშოს ხალხის რისხვა, თითქოს ხალხია აღშფოთებული, რაც სინამდვილეში ასე არ არის," - ასე ეხმაურება რესპუბლი-კური პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი ოპოზიციისა და ხელისუფლების მხრადამჭერებს შორის დაპირისპირებას, რო-მელიც რეგიონებში სულ უფრო მასშტაბურ სახეს იღებს.

"ამ საპროტესტო აქციებით ხელისუფლება კი არ იცვლება, ეს არის ზეწოლის ფორმა, რომ ხელისუფლებამ დაგვიბრუნოს ის, რაც დაგვპირდა და შემდეგ გადაგვაგდო, პროპორციული არჩევნები. ეს არის ამ საპროტეტსო აქციების მიზეზი და ზეწოლის საშუალება. არცერით პარტია არ გაიზიარებს ხელისუფლების დამხობას, საერთო მოთხოვნა არის პროპორციული არჩევნები, თუ ამას დამხობა ჰქვია, არ ვიცი.

ხელისუფლება ცდილობს გაითამაშოს ხალხის რისხვა, თითქოს ხალხია აღშფოთებული, სინამდვილეში ასე არ არის. არ იცის, როგორ უპასუხოს ამ პროცესებს, მიზანი არის მაქსიმალური პოლარიზაცია, მაგრამ ამას ვერ ახერხებს. ამიტომ, სამოქალაქო აქტივისტებს დაუპირისპირა თავის ზონდერ ჯგუფები და ის ხალხი, რომელიც დასაქმებული ჰყავს. უხდის პრემიებს და ცოცხებთან ერთად ბოთლსაც თუ ჩაგარტყამს, შეიძლება პრემიაზე დანამატი მიიღოს.

რაც შეეხება გერმანულ მოდელს, ხელისუფლებას შევთავაზეთ, გაეგზავნა ვენეციის კომისიაში, მაგრამ ცივ უარზე არიან, იციან, რა პასუხსაც მიიღებენ. ახლა სახალხო დამცველი აგზავნის ეუთოს სტრუქტურაში. მოლოდინი არის ის, რომ თუ ხელისუფლება დათანხმდება ჩვენ მიერ შეთავაზებულ წინადადებას, აქციებიც დასრულდება და მოვემზადებით არ-ჩევნებისთვის. წინაამღდეგ შემთხვევაში აქციები და ზეწოლა ხელისუფლებაზე გაგრძელდება და პარალელურად მოვემზადე-ბით არჩევნებისთვის.

რაც შეეხება ხელისუთლების ბრალდებას, თითქოს გერმანულ მოდელზე მხარდაჭერას მოსკოვში ვეძებთ, ნინო ბურჯანაძის მოს-კოვში გამზავრებას რომ მიაბეს. ნამდვილად არ გამოუვათ ოპოზიციას დააბრალოს პრორუსულობა, რადგან ჩვენთვის მი-უღებელია ქართულ პოლიტიკაში რუსული ფაქტორის შემოყვანა," - განაცხადა "რეზონანსთან" დავით ზურაბიშვილმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×