სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარიამ ბოლქვაძე
    26.09.2019

     მარიამ ბოლქვაძე

    პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მომხდარი ინციდენტი შესაძლოა პარლამენტის ეთიკის საბჭომ განიხილოს, თუმცა ამისათვის საჭიროა ვინმემ საბჭოს შესაბამისი განცხადებით მიმართოს. ამის შესახებ „რეზონანსთან" საუბარში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განაცხადა.

    „ახალი რეგლამენტის მიხედვით, რომელიც სულ რაღაც რამდენიმე თვეა ამოქმედდა, პარლამენტში ფუნქციონირებს ეთიკის საბჭო, რომელიც ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლისგანაა დაკომპლექტებული და, შესაბამისად, როდესაც ადგილი აქვს გარკვეულ ეთიკურ გადაცდომებს, მათი განხილვა ეთიკის საბჭოს კომპეტენციაა. იმისათვის, რომ მან ესა თუ ის საკითხი განიხილოს, საჭიროა მისთვის მიმართვა და თუ საბჭო მიიჩნევს, რომ გარკვეული სახით რეგლამენტი დაირღვა, შესაბამის დასკვას მიიღებს," - აცხადებს კახიანი.

    მისი თქმით, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, მსგავსი შემთხვევების (ეთიკური გადაცდომა ფიზიკური დაპირისპირება, ან სხდომის თავმჯდომარისადმი დაუმორჩილებლობა) დროს ფულადი სანქციებია დაწესებული, რაც ხელფასის 20%-ის დაქვითვას გულისხმობს. მან ასევე დაამატა, რომ წინა მოწვევის პარლამენტში მსგავსი პრეცედენტები ყოფილა, მაგრამ ეს ხდებოდა მანამ, სანამ ეთიკის საბჭო შეიქმნებოდა.

    ანრი ოხანაშვილის განცხადებაზე, რომ ეკა ბესელიას ქმედებას, რეგლამენტის შესაბამისად, რეაგირება მოჰყვებოდა, კახიანმა აღნიშნა:

    „პარლამენტის წევრს საკმაოდ მაღალი სტატუსი აქვს, ეს კონსტიტუციითაა განმტკიცებული და ისეთი გადაცდომების შემთხვევაში, როგორიც დღეს ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის დაპირისპირებისას ვიხილეთ, მის უფლებამოსილებაში რაიმე ტიპის სანქციების სახით მკვეთრი ჩარევა ან მისი უფლებამოსილების შეწყვეტა, არც კონსტიტუციური კანონმდებლობით და, შესაბამისად, რეგლამენტით გათვალისწინებული არ არის.

    „სავარაუდოდ, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე იმას გულისხმობდა, რომ შესაძლებელია, ამ საკითხთან დაკავშირებით ეთიკის საბჭომ მიიღოს მიმართვა, რის საფუძველზეც იგი იმსჯელებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, რაც გულისხმობს დასკვნას, რომელიც პარლამენტის ამა თუ იმ წევრის ქმედებას ძალიან ნეგატიურად შეაფასებს. ეს ყველაფერი საჯაროვდება და ჩემი აზრით, თავად ეს ფაქტი არის პარლამენტის წევრისთვის ყველაზე მძიმედ მისაღები.

    „აქ ჩვენ პოლიტიკური სახის პასუხისმგებლობაზე უფრო მეტად ვაკეთებთ აქცენტს, ვიდრე რაიმე სხვა ტიპის, თუნდაც მატერიალური სახის სანქციაზე," - განაცხადა გიორგი კახიანმა.

    შეგახსენებთ, რომ დღეს, ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილს ხელით, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე შეეხო.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×