სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარიამ ხვედელიძე
    14.01.2019

     რა შედეგით შეიძლება დასრულდეს "ქართულ ოცნებაში" კობახიძე-ბესელიას შორის არსებული დაპირისპირება? იურისტი, ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ მმართველი გუნდის რღვევა დაწყებულია და ამას აუცილებლად მოყვება დაშლა.

    ლია მუხაშავრია მიიჩნევს, რომ ეკა ბესელიას სამართლიანობისთვის ბრძოლა მას თანამდებობაზე ყოფნის პერიოდშიც შეეძლო, მაგრამ მან ეს არ გააკეთა.

    მმართველ გუნდში არსებული დაპირისპირება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებს უკავშირდება. ამის გამო ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და აღნიშნული სიის გაწვევას მოითხოვს.

    "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ბესელია საჯაროდ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ იგი გუნდისა და გუნდურობის წინააღმდეგ წავიდა.

    "სრულ გაუგებრობაში ვარ. ერთის მხრივ, ბესელიამ გამოაცხადა, რომ სამართლიანობისთვის მებრძოლი და თავდადებული ადამიანია, თუმცა მეორეს მხრივ, მას ჰქონდა სრული შესაძლებლობა ეს დაემტკიცებინა თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, მაგრამ ეს არ გააკეთა.

    "მეორეს მხრივ, მოვისმინეთ ბიძინა ივანიშვილის კომენტარები, რომელმაც თქვა, რომ ბესელია გუნდის წინააღმდეგ გამოდიოდა და დიდიხანია უნდოდათ მისი თანამდებობიდან ჩამოცილება.

    "ერთი რამ არის ცხადი, რომ გუნდში ძალიან სერიოზული უთანხმოება და განხეთქილებაა და ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას, რომ გუნდის რღვევა დაწყებულია. როცა გუნდში ასეთი პროცესები მიმდინარეობს, ეს სულ მცირე იმას ნიშნავს, რომ რღვევა დაწყებულია და რღვევას დაშლა აუცილებლად მოყვება," - განაცხადა იურისტმა, ლია მუხაშავრიამ "რეზონანსთან" საუბრისას.

    "რ": პარლამენტის თავმდჯომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიის ხელოვნული ჩაგდება მოხდება. ამის შემდეგ შემუშავდება ახალი კრიტერიუმები, რის შემდეგაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო პარლამენტს ახალ სიას წარუდგენს. უნდა ველოდოთ თუ არა იმას, რომ საბჭო პარლამენტს იგივე კანდიდატებს წარუდგენს?

    ლ.მ: საბჭო იმდენად გაუმჭვირვალედ მოქმედებს, რომ რთულია წინასწარ განჭვრეტა, თუ რას გააკეთებს. მაგრამ, ეტყობა საზოგადოებრივი და მედიის საპროტესტო ტალღის შემდეგ ცდილობენ ვითარება შეცვალონ და რაღაცა გამოასწორონ მაინც.

    საქმე იმაშია, რომ ეს კრიტერიუმები იყოს საკმაოდ ცალსახა, მკაფიო და ძალიან ცხადი. იმისათვის, რომ შემდეგ მოხდეს შერჩეული პირების გადამოწმება, თუ რამდენად აკმაყოფილებენ ისინი ამ კრიტერიუმებს.

    მე ვისურვებდი, რომ ეს სია საერთოდ არ იქნას განხილული და ამ სიიდან არცერთი არ იქნას დანიშნული. ასევე, ვისურვებდი, რომ შერჩევის პროცესი წავიდეს საჯაროდ, გამჭირვალედ.

    ჩვენ უნდა ვიცოდეთ ყველას ბიოგრაფია ზედმიწევნით დეტალურად, რომ ამის მიხედვით მოხდეს შერჩევა და მერე იქნებ ამით ნდობა გაჩნდეს, თუკი ძალიან კვალიფიციური და კეთილსინდისიერი იურისტები იქნებიან შერჩეული.

    "რ": რა შედეგით შეიძლება დასრულდეს უმრავლესობაში აღნიშნული სიის გამო არსებული დაპირისპირება ?

    ლ.მ: ხელისუფლებას სურვილი აქვს სასამართლო ჰყავდეს სრული კონტროლის ქვეშ და მხოლოდ და მხოლოდ ის ადამინები ჰყავდეს სასამართლოს უმაღლეს რგოლში, რომელიც შესაძლებლობას მისცემს სრულად აკონტროლოს, თუ რა გადაწყვეტილებები გამოვა.

    ასეთ ვითარებაში ძალიან საშიშია ქვეყნის დატოვება, იმიტომ, რომ საქართველოში ჩვენ არ ვართ მიჩვეული რეჟიმებს და რეჟიმებს დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერიათ ხოლმე.

    თუმცა, ვნახოთ ეს ჭიდილი როგორ განვიათარდება. უნდა ვივიარაუდოთ, რომ ძალიან მოკლე დროში დასრულება, რა თქმა უნდა, ხელისუფლების დამარცხებით.

    "რ": საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ცილისწამების წინააღმდეგ კანონის მიღებისთვის მუშაობის დაწყება დაანონსა. ამ ეტაპზე განმარტებები არ გაკეთებულა, თუ კონკრეტულად რა სახის ცვილებებია კანონში მოსალოდნელი, მაგრამ, თქვენი აზრით, კონკრეტულად რა ცვლილებები შეიძლება დადგეს დღის წესრიგში და ემუქრება თუ არა საფრთხე დემოკრატიას და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას?

    ლ.მ: გამოხატვის თავისუფლება და სიტყვის თავისუფლება დემოკრატიის ქვაკუთხედად არის მიჩნეული დასავლური პრაქტიკის, დასავლური პოლიტიკური ცხოვრებისა და სასამართლო პრაქტიკის შედეგად.

    ამიტომ, მგონია, რომ ნებისმიერი ცვლილებების მოთხოვნა, ან ნებისმიერი ინიციატივის გამოცხადება ახლა, როდესაც ჩვენ ვნახეთ საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია, განსაკუთრებით პრეზინდეტის მხრიდან, უნდა ვივარაუდოთ, რომ ცვლილება მოასწავებს მხოლოდ და მხოლოდ გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას და არამც და არამც მის მეტად გაფართოებას.

    ასეთი ინიციატივა ძალიან საფრთხილოა და საშიში, იმიტომ რომ შეიცავს საფრთხეს, რომ დემოკრატიული პოლიტიკის წინააღმდეგ იყოს მიმართული და ძალიან საწყენი იქნება, თუ პრეზიდენტის პირველი ინიციატივა ანტიდემოკრატიული და ამგვარი ხასიათის იქნება.

    "რ":„ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახა კალაძე პრეზიდენტის ამ ინიციატივას მიესალმება და აღნიშნა, რომ განვითარებულ ქვეყნებში Fake ნიუსებზე ბრძოლაა გამოცხადებული. Fake ნიუსებზე ხაზის გასმა ხომ არ მიანიშნებს იმას, რომ მედიის თავისუფლებას და მის ფუნქციას, იყოს ხელისუფლების დამოუკიდებელი მაკონტროლებელი, საფრთხე დაემუქროს?

    ლ.მ: Fake ნიუსების საკითხი მოითხოვს კარგ გამოძიებას და შემდგომში ძალიან ობიექტურად და მიუკერძოებლად საკითხის განხილვას. იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენს ქვეყანაში გამოძიება ჩაფლავებულია, სასამართლოს მიუკერძოებულობის და სასამართლოს იმედი არავის არ აქვს, ამ საკითხის ამგვარად დაყენება მხოლოდ და მხოლოდ იმას გულისხმობს რომ ეს იქნება, ჩემი ვარაუდით, კუდიანებზე ნადირობა და ძალიან საშიში პროცესის დაწყება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved