ელზა პაპოშვილი
18.04.2024

მმართველი გუნდი ამბობს, რომ პოლიტიკური ლიდერები რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო მუხტის პირადი ინტერესებისთვის და პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოყენებას ცდილობენ. მათი თქმით, ოპოზიციამ ითმინა რამდენიმე მდღე, თუმცა ცდუნებამ მაინც წასძლიათ და პარლამენტთან მიმდინარე აქციის სადავეების ხელში ჩაგდებას ეცადნენ. ამის მაგალითად კი ალეკო ელისაშვილის, ნიკა გვარამიას, გიგი უგულავას, ლევან ხაბეიშვილის და სხვა ლიდერების აქტიურობა მოჰყავთ. 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ „მარგინალიზებული პოლიტიკური ლიდერების“ აქტიურობა კარგია, რადგან საბოლოოდ აქციაზე მისული ხალხი მიხვდება, ვის რა ინტერესები ამოძრავებს და რეალურად რა არის ამ აქციების მთავარი მიზანი. მისი აზრით, „გაკოტრებული პოლიტიკური“ ლიდერების აქტიურობა უკვე კომიკურ სახეს იღებს და არცერთ მათგანს არა აქვს ის ავტორიტეტი საზოგადოებაში, რომ მათ გაჰყვნენ.    

ამ ეტაპზე უცნობია, როგორ და რა ფორმით გაგრძელდება აქციები.      

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მშვიდობიანი მანიფესტანტების უკან ის ჯგუფები დგანან, რომლებსაც სურთ პროტესტი ძალადობრივ პროცესებში გადაზარდონ.

„აშკარა მცდელობები იყო, რომ მშვიდობიანი მანიფესტანტები გარკვეულ ჯგუფებს ძალადობრივი სცენარისთვის გამოეყენებინათ. გუშინ ვხედავდით, საყვედურებიც კი გამოთქვეს ამ ჯგუფებმა, ვინც ამ ძალადობას და ესკალაციას ცდილობდნენ, სად არის პოლიცია, რატომ არ შემოდის ფიზიკურ კონტაქტშიო. ეს პირდაპირ აჩვენებს, რომ მშვიდობიანი მანიფესტანტების და იმ მოქალაქეების უკან დგანან და თავის მომენტს ელოდებიან, აორგანიზებენ ისევ ის ჯგუფები, რომლებსაც სურთ, რომ მშვიდობიანი პროტესტი გადაიზარდოს ძალადობრივ პროცესებში, რომ ამით ზეგავლენა მოახდინონ ადამიანებზე, საზოგადოების უფრო დიდ ნაწილზე“, - აღნიშნა თალაკვაძემ.  

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ როგორც ჩანს, ვეღარ მოითმინეს პოლიტიკოსებმა და ისევ აქციების წინა ხაზზე გამოჩდნენ. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის ლიდერები ჯერ სცენაზე, შემდეგ კი მთავრობის ადმინისტრაციასთან ვნახეთ. 

„საკუთარი პოლიტიკური ქულების ჩაწერის მეტი ამ ხალხს არაფერი აინტერესებს. რომელ ერთს შეუძლია, რომელია ამ ლიდერებს შორის ავოტირტეტი, რომლის სიტყვას  დ ნათქვამსაც  ხალხი ენდობა?! მათი ქცევები და არაადეკვატური გამოხტომები უფორ კომედიურ ჟანრს ჰგავს, რომელზეც მოსახლეობის დიდი ნაწილი უბარლოდ ერთობა. ვიხილეთ ისევ ისტერიკის კალაპოტში დაბრუნებული გვარამია, რომელმაც ეს რაღაცა დავარცხნილი პოლტიკოსის იმიჯი დიდხანს ვეღარ ატარა, ხაბეიშვილი, ხაზინის  ქურდი უგულავა, თუნდაც ჭიჭე ვაშაძე, რომელიც წინა აქციებიდან გინებით გააგდეს. არცერთი არ არის გამოცდილი და მტკიცე პოლიტკოსი, რომელიც საზოგადოებაში რაიმე გავლენით საგრებლობს. ყველა მათგანი დისკრედიტირებულია. ამიტომ, რაც უფრო  ხშირად გამოჩნდებინ ამ აქციებზე,  მით უფრო ნაკლები ხალხი მივა“, - ამბობს აბაშიძე. 

მისივე თქმით, აქციებზე გაჟღერებული ულტიმატუმები, მერე ეს უაზრო სიარული აქეთ-იქით, აქციის მონაწილეებს ღლის და პოლიტიკოსების უთავბოლო გეგმების გამო ყოველდღიურად აცქიაზე უფრო ნაკლები ხალხი მივა. 

„რადიკალური ოპოზიცია არის გაკოტრებული და ეს აქციებზე კარგად გამოჩნდა. დაველოდოთ როგორ გაგრძელდება აქციები, თუკი პროტესტი რადიკალურ ფორმებს მიიღეებს, ის იქნება მილევადი და ისევე დასრულდება, როგორც წინა პროტესტები. ოპოზიციას არა აქვს არანაირი კონკრეტული გეგმა და ერთმანეთის კონკურენციის გამო აქციის  ლიდერეობას ცდილობენ. ამიტომაც იყო აქციის მონაწილეებს შორის პორტესტი და გაუგებრობა იმაზე, რას ემსახურება ეს წინა და უკან სიარული“, - ამბობს აბაშიძე.    

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×