ია აბულაშვილი
25.01.2023

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის არჩევნებამდე 3 დღე რჩება და პოლიტიკურ სპექტრში დაძაბულობა კულმინაციას აღწევს. თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ყველა ბარიკადს გადალახავს და იბრძოლებს ბოლომდე, მათ შორის ფიზიკურ წინააღმდეგობაში.

"არ ვაპირებ, რამეზე უკან დავიხიო და ჩვენს წინ არსებული ბარიკადი არ გადავლახო. თუ საჭირო გახდა სააკაშვილს ფიზიკურადაც გამოვიხსნით. ხელისუფლება არის უკვე კანონგარეშე, მე მგონია, რომ ჩვენი მხრიდან ყველა მოქმედება იქნება ლეგიტიმური. ქვეყანას სჭირდება პოზიტიური ცვლილებები, რევოლუციურად სწრაფად, მათ შორის რევოლუციური ცვლილებებია საჭირო"- აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

კანდიდატის ამ განცხადებას უკვე მოჰყვა შეფასებები პოლიტიკურ წრეებში. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის საბრძოლველად ათასი გზა არსებობს, გარდა ძალადობისა და კანონის დარღვევისა, არეულობა კი დაუშვებელია.

მელიას მომხრეებისთვის სააკაშვილის სახელით სპეკულირება ბოლო დღეებში ამაზრზენი და ცუდი საყურებელი გახდა. ხატია დეკანოიძე კი ასეთ განცხადებებს საფრთხილოს უწოდებს და ამბობს, რომ არ შეიძლება ამომრჩევლისთვის ისეთი დაპირრების მიცემა, რომელიც პარაქტიკულად შეუსრულებელია. "ოცნებაში" კი აცხადებენ, რომ ხაბეიშვილის განცხადება პათეტიკური და უპასუხისმგებელოა, რომელსაც განხორციელება არ უწერია.

როგორ დასრულდება შიდაპარტიული არჩევნები ენმ-ში, ექსპერტები დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებენ, პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ შიდაპარტიული დაპირისპირება უკვე იმ მასშტაბისაა, რომ ერთობის შენარჩუნება რთული იქნება, პარტია ან ორად გაიყოფა ან საერთოდ დაიშლება. ზოგადად კი "ნაცმოძრაობის"არჩევნებმა კომიკური სახე მიიღო.

"ორი დღე დარჩა და არა მგონია, რამე განსაკუთრებული მოხდეს, მაგრამ, თუკი რამე კომპრომატი აქვთ დარჩენილი ერთმანეთზე აუცილებლად დაიდება. ქვეყანაში არჩევნები კომპრომატების გარეშე ვეღარც წარმოგვიდგენია, მაგრამ, არ მეგონა, რომ პარტიის შიგნით არჩევნები ასე ჩატარდებოდა, კომიკური სახე მიიღო ამ არჩევნებმა.

რაც შეეხება კანდიდატების გამარჯვების შანსებს, მელიას და ხებეიშვილს თანაბარი შანსები აქვ, მაგრამ ვინც არ უნდა გაიმრაჯვოს, დაპირისპირება იმ დონემდეა მისული, იმედი სისაძაგლე ამოუყარეს ერთმანეთს, რომ არა მგონია შეძლონ ერთობის შენარჩუნება. დაპირისპრება გაგრძელდება და დიდი ალაბთობით პარტია გაიყოფა. ამ მოცემულობაში სააკაშვილი რჩება მაყურებლის როლში და ასე დარჩება, შედეგს დაელოდება. ხელს აძლევს გაყოფა, რადგან ორივე მხარე მაინც მასზე ილაპარაკებს"- აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

არჩევნებადე დარჩელი დღეებში "კომპრომეტების გამოგდებას" არ გამორიცხავს პოლიტოლოგი რამაზ საყვარალიძე.

"ამ ხნის განმავლობაში არცერთ მხარეს არ უსაუბრია არჩევნებზე, საარჩევნო კამპანია როგორ მზადდებოდა. იყო მხოლოდ ერთმანეთის მიმართ მწვავე კრიტიკა და საუბარი რევოლუციაზე. ასეთი პასაჟი, თუნდაც ფრაგმენტული, რომელიც მოვისმინეთ, მიუთითებს იმაზე, რომ მიზანი არის ხელისუფლების სწრაფად შეცვლა. არჩევნებამდე დარჩენილ დღეებში არ არის გამორიცხული რომ ერთი-ორი კომპრომატი კიდევ გამოაგდონ ან სხვა ხერხები და მექანიზმები იყოს გამოყენებული.

"რაც შეეხება სააკაშვილის ფაქტორს ამ არჩევნებში, არა მგონია, რომ ის ამ პროცესებში ჩართული იყოს, რადგან ერთხელ უკვე იწვნია დარტყმა კეზერაშვილისგანაც და მელიასგანაც. ამიტომ შეიძლება რაღაც ხაფანგი უფრო გააკეთოს, ბოლო მომენტი, ორივე კანდიდატი ხაბეიშვილი და მელია ხახამშარლი დატოვოს და დაიყვიროს გაუმარჯოს მამულაშვილსო"- განაცხადა "რეზონანსთან" რამაზ საყარელიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×