თამთა ჩაჩანიძე
20.01.2023

დონბასში სიტუაცია კვლავ მძიმეა, ფრონტზე ყველაზე ცხელ წერტილი ისევ სოლედარი-ბახმუტის მიმართულებაა. მხარეები გასული დღე-ღამის მონაცემებს აქვეყნებენ, კიევი სოლედარის აღებას ისევ არ ადასტურებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბახმუტის სამხრეთით მდებარე კიდევ ერთი დასახლება კლეშეევკის დაკავებაზე საუბრობს, მაგრამ მაგრამ ამას კიევი არ ადასტურებს.

უკრაინის გენშტაბმა 20 იანვარს განაცხადა, რომ გასულ 24 საათში, რუსეთის ჯარების შეტევა მოგერიებულია ზაპოროჟიეს ოლქის 2, ლუგანსკის ოლქის 2 და დონეცკის ოლქის 12 დასახლებული პუნქტის რაიონში, მათ შორის ბახმუტსა და სოლედართან.

მათი განმარტებით, რუსი სამხედროები ძირითად კონცენტრირებულნი არიან შეტევაზე ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებით, ხოლო კუპიანსკის, ლიმანის, ნოვოპავლოვსკის და ხერსონის მიმართულებებზე თავდაცვით პოზიციაში იმყოფებიან.

მათივე მონაცემებით, გასულ 24 საათში თავდაცვის ძალების ავიაციამ 21 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის თავმოყრის რაიონებზე და 7 დარტყმა - საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 8 რაიონი და მართვის 6 პუნქტი.

„გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს ოკუპანტების თავდასხმები ლუგანსკის ოლქის ნოვოსელოვსკოესა და ბელოგოროვკას დასახლებების რაიონებში; ვერხნეკამენნოე, კრასნოპოლოვკა, სოლედარი, კრასნაია გორა, პარასკოვეევკა, ბახმუტი, ივანოვსკოე, დილიევკა, ვოდიანოე, მარინკა, პობედა, ნოვოსელკა დონეცკის ოლქში და მალაია ტოკმაჩკა და სტეფნოიე ზაპორიჟიაში", - ნათქვამია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.

რაც შეეხება რუსული მხარის მონაცემებს, ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ რუსულმა ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის სამხრეთით მდებარე სოფელი კლეშეევკა დაიკავეს, მათი თქმით ასევე ოკუპირებულია ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ტოკმაკის ჩრდილოეთით მდებარე კიდევ ერთი სოფელი.

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი, გენერალ-მაიორი იგორ კონაშენკოვი ამტკიცებს, „კლეშეევკა აღებულია", გასული 24 საათის განმავლობაში რუსებმა „60-მდე უკრაინელი სამხედრო, უკრაინელების ოთხი ჯავშანტექნიკა, ორი პიკაპის ტიპის სამხედრო მანქანა, ორი თვითმავალი „ჰაუბიცა" და საბრძოლო მასალის საწყობი გაანადგურეს".

მანამდე ბახმუტი-სოლედარის მიმართულებაზე დაქირავებული მებრძოლების დაჯგუფება „ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იმას, რომ რომ „კლეშეევკა „ვაგნელებმა" დაიკავეს".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×