ია აბულაშვილი
22.11.2020

„კონსტიტუციის დებულებები წაკითხული უნდა იქნას კონსტიტუციის სხვა ნორმებთან ერთობლიობაში და კონსტიტუციის პრინციპებზე დაყრდნობით. კონსტიტუცია არ უარყოფს საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, მათ შორის თანამდებობაზე ყოფნაზე უარის თქმას“, - ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე  „ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტს შეუძლია კენჭისყრაზე არ დააყენოს პარლამენტარების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი და შესაბამისად, ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ, ფორმალურად პარლამენტის წევრებად დარჩებიან ად პარლამენტიც, ფორმალურად მაინც, არ იქნება ერთპარტიული.

ოპოზიცია ირაკლი კობახიძის ამ განცხადებას აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ ვერავინ აიძულებთ მათ გახდნენ პარლამენტარები.

„კონსტიტუცია არ უარყოფს საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, რომელთა შორის არის თანამდეობაზე ყოფნაზე უარის თქმა. ამიტომ ნებისმიერი დებულება, რომელიც ჩაწერილია კონსტიტუციაში, წაკითხული უნდა იქნას კონსტიტუციის სხვა ნორმებთან ერთობლიობაში და კონსტიტუციის პრინციპებზე დაყრდნობით. ადამიანის ნებისმიერი თავისუფლება კონსტიტუციის პრინციპია, რომელიც არ შეიძლება შეიზღუდოს. ამიტომ, ვერავინ აიძულებს პირს მისი ნების საწინაღმდეგოდ დარჩეს ამ თანამდებობაზე. ანუ ამ შემთფხვევაში მისი ნების გარეშე გახდეს პარლამენტის წევრი. მას შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვოს კონსტიტუციური უფლების აღდგენა“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ვახტანგ ხმალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×