მარიკა ხორავა
18.11.2020

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ოპოზიციურ პარტიებს ღიად მოუწოდებს პარლამენტში შესვლისკენ და ეს სახდეპის ოფიციალურ განცხადებაში უკვე პირდაპირაა ნათქვამი: „ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტის გამოცხადება, იგივეა, რაც უკვე ნანახი ფილმის ხელახლა ნახვა. მოვუწოდებთ მათ, შევიდნენ პარლამენტში". თუმცა, „ნაციონალურ მოძღაობაში" აცხადებენ, რომ ამით არაფერი იცვლება და ისინი გააგრძელებენ ხელისუფლებაზე ზეწოლას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მისაღწევად.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოპოზიციას ცვლილებისთვის პარლამენტიდან ბრძოლისკენ მოუწოდებს და აღნიშავს, რომ ამომრჩეველმა ოპოზიცია იმისთვის აირჩია, რათა პარლამენტში შევიდნენ და ცვლილება მოახდინონ, რომლის საფუძველზეც შემდეგი არჩევნები უკეთესი იქნება და „ჩვენ არ ვნახავთ და ისინი არ ნახავენ ერთი და იმავე დარღვევების განმეორებას".

მოახდენს თუ არა გავლენას ოპოზიციური პარტიის პოზიციაზე ეს მოწოდება? „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ „ერთი ციტატის ამოკრეფით ამ განცხადების მთელი სულისკვეთება არ იგრძნობა".

„ამ განცხადებაში არჩევნების უმკაცრესი შეფასება იყო. ფაქტობრივად, არჩევნების შედეგები ეჭქვეშ დააყენეს. იქ არცთუ ისე დიპლომატიური სიტყვებიანახსენები, როგორიც არის დარღვევები, რომელსაც არჩევნებისადმი ნდობის კუთხით ფატალური შედეგები ჰქონდა. ცესკოზე ძალიან მძიმე გამონათქვამებია. ერთი ციტატის ამოკრეფით ამ განცხადების მთელი სულისკვეთება არ იგრძნობა. აქ ჩამოსვლის შემდეგ სულ სხვა სურათი მიიღეს - როგორ გაყალბდა არჩევნები, ასევე როგორც საარჩევნო კანონში არსებული ხარვეზები, ასევე მისი გასაჩივრების ნულოვანი შანსი, რომ არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო...

„რეალურად ერთი ადამიანისა და ერთი პაარტიის მიერ ოკუპირებულია ხელისუფლების ყველა შტო - სასამართლო, პარლამენტი, მთავრობა, ძალოვანი სტრუქტურები. თუ შეიძლება ასე ვთქვათ, რეალურად სამართალს ვერსად იპოვი. ასეთ ვითარებაში ბუნებრივია, რომ ნებისმიერი სხვა არჩევნებიც გაყალბებული იქნება. ამიტომაც, საჭიროა მოლაპარაკება, შემდგომი შეხვედრა, სადაც პირველ რიგში საუბარი უნდა იყოს საარჩევნო კანონის მთლიანად შეცვლაზე. არჩევნების გამყალბებლები უნდა დაისაჯონ და შემდეგ უკვე საუბარი უნდა იყოს რიგგარეშე არჩვნების თარიღზე.

„მოლაპარაკებისას ოპოზიციის მხრიდან პირველ რიგში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების თარიღზე იქნება საუბარი. ამის შემდეგ ვნახოთ რა თარიღზე დათანხმდებიან - ხელახალ, თუ რიგგარეშე არჩევნებზე. პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს ვითხოვთ. ეს არის ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა. საუბარი სამ თარიღზე უნდა იყოს - ან რიგგარეშე არჩევნები გაზაფხულზე, ან ხალახალი არჩევნები ორ თვეში, ან შემოდგომაზე ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად", - განაცხადა გოცირიძემ „რეზონანსთან" საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×