ია აბულაშვილი
24.08.2020

„იდეა კარგია, ვეთანხმები და შეიძლება პროცესშიც ჩავერთოთ, მაგრამ ხელს არ მოვაწერთ. ხელის მოწერა შემაჩერებს თუ რამეს ვაპირებ?" - ასე ეხმაურება პარტია „თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გოგი წულაია ოპოზიციური პარტიების მიერ გაფორმებულ მემორანდუმს, რომლის თანახმად ოპოზიციური პარტიები ერთმანეთის ხმებს დაიცავენ.

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ოპოზიციურ პარტიებს, რომლებსაც არჩევნებზე ხმების დაცვის შესახებ მემორანდუმზე ხელი ჯერ არ მოუწერია, მოუწოდებს გადაწყვეტილება დროულად მიიღონ. მისთვის გაუგებარია რა მოტივით შეიძლება თქვან პარტიებმა დეკლარაციაზე ხელის მოწერაზე უარი.

„ის პარტიები, რომლებიც არ შემოუერთდებიან დეკლარაციას, სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებენ თავიანთ დამოუკიდებლობას და მათ ადამიანები აღიქვამენ როგორც სატელიტებს, ან სატელიტობის მსურველებს“, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

„ვინ როდის იყო სატელიტი და ვინაა სატელიტი - ამნაირ ლაპარკს ჯობია ყველამ თავი დაანებოს. მთელი ჩემი ცხოვრება ვიბრძვი იმისთვის, რომ არჩევნები არ გაყალბდეს და ვიცავ ხმებს ყველანაირი ხელის მოწერის გარეშე. იდეა კარგია და ვეთანხმები, მაგრამ ხელის მოწერა შემაჩერებს თუ რამეს ვაპირებ? ულვაშს რომ მოიძრობდნენ და ინახავდნენ...

„გაფორმებული მემორანდუმები ბევრი გვინახავს, ათასნაირ პირობას რომ დაგიდებენ არჩევნებამდე, მაგრამ რომელი შესრულდა - გეგუთის სასახლეში ხელმოწერილი, ბაგრატში, გელათში, თუ წიწამურში ხელმოწერილი? რომ არ შესრულდა, მერე ვინ აგო პასუხი?

„ამიტომ შემოვდივარ წინადადებით - მივიღოთ ისეთი კანონი, რომელიც ხელმოწერის შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხს აგებინებს პოლიტიკოსს. ჩემი კაცური ღირსებით ყოველთვის ვიბრძოლებ, თუ ვინმე ხმებს წამართმევს და არავის შევარჩენ. არჩევნები თუ გაყალბდა საპროტესტო აქციებზეც მივალ, მეტი რა ვქნა?“ - აცხადებს „რეზონანსთან“ გოგი წულაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×